პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:03 
პრემირ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება და მწარე სიმართლე მეტალურგებს - 12 თებერვალი 2013

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი თანამშრომლები და ტარვმირებული მეტალურგები დახმარებას, უკვე ახალ ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ითხოვენ, ქარხნის მეპატრონეს მათი სახელფასო დავალიანების  და საწარმოო ტრავმის გამო წლების წინ დანიშნული პენსიის გადახდა დაეკისროს.

დღეს რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მეტალურგებს ,, ქვემო ქართლის რეგიონის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა განვითარების და ინვესტიციების ცენტრი"-ს წარმომადგენლები შეხვდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მეტალურგებს სიტყვით მიმართა. ,, არ არის ადვილი ამის თქვა, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ითქვას. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2005 წელს  ქარხანა ყოველგვარი დავალიანების გარეშე გაიყიდა  - დღეს, არც მეპატრონეს და არც ახალ ხელისუფლებას სამართლებრივად არ აქვს ვალდებულება გაისტუმროს ეს დავალიანება", - უხსნიდა ასაკოვან მეტალურგებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია კრაწაშვილი.

მისი თქმით, მეტალურგიულ ქარხანას ყველაზე მეტი ზიანი ჯოზეფ ქეის დროს მიადგა. კრაწაშვილი დასძენდა, რომ სწორედ ამ დროს მიდიოდა  ყველაზე აქტიურად საწარმოს ჯართად დაჭრა და გატანა. ,,  ერთადერთი გზა ამ ყველაფრის გამოძიებაა, რაც ცხადია დროში გაწელილი პროცესი იქნება და დღეს და ხვალ შედეგი არ დადგება", - დასძენდა კრაწაშვილი.

რუსთაველი მეტალურგები უკვე, წლებია უშედეგოდ იბრძვიან  კუთვნილი ხელფასებისა და პენსიებისთვის. მათ დახმრებას წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილიც  დაჰპირდათ, თუმცა ამით ჯერ არაფერი შეცვლილა.  

,, ამდენი წელი გავიდა და 5 ათასი მეტალურგი ახლაც ელოდება სახელფასო დავალიანების მიღებას.  ამ თანხის გადახდას მათ სააკაშვილიც დაჰპირდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ესეც დაპირებად დარჩა.  მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს! "- მიმართავდა ივანიშვილი 19 აგვისტოს რუსთავში სტუმრობისას  მეტალურგებს.

 

KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია