პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:51 
რეპორტაჟი - ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა - 21 თებერვალი 2012

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის რაიონის სოფელ ქვემო კაპანახჩში, რამდენიმე ადგილობრივს ცხვრის დაახლოებით 100 სულიანი ფარა ყავს. მოსახლოების ნაწილი სათბურებს აკეთებს და ზამთარში მოყვანილ მწვანილსა და ბოსტნეულს გარდაბნის და რუსთავის ბაზარში ყიდის. ,, ვისაც შრომა არ ეზარება მშიერი არასოდეს რჩება" - ამბობენ ადგილობრივები.

აქ თითქმის ყველა ოჯახს ქათმები, ინდაურები და იხვები ყავს. თუმცა მათ ოჯახებში შესვლისას ყველაზე მეტად საუბარი არა ოჯახის შემოსავლებზე, არამედ იმაზე უყვართ, თუ როგორ კარგად საუბრობენ მათი შვილები ქართულად.

რეალურად ასეცააა, ბავშვები რომლებიც დადიან სკოლებში მათ მშობლებზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ქართულად.

ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად ერთსართულიანი სახლები აქვს აშენებული. იშვიათად გვხვდება ორი, ან სამსართულიანი სახლები. ქესალოსგან განსნხვავებით კაპანახჩში მოსახლეობა, ამ მხრივ, შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს. სახლების გვერდით ფრივნელობის და პირუტყვის სადგომი აქვთ.

ქვემო კაპანახჩის მსგავსად სოფელი ლელაშხას შიდა გზებიც რთულად გასავლელია. ერთადერთი გზა, რომელსაც ადვილად შეატყობთ, რომ ახალი დაგებულია სოფლის ცენტრალური გზაა. ,, ამ სოფელში ძირითადად სვანები ვცხოვრობთ" - გვიხსნის სახლის წინ მდგარი პატარა ბიჭი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარშემო ღორები შეექცევიან წაქცეული სანაგვედან გადმოყრილ სიკეთეებს ვხვდებით, რომ სოფელი ძირითადად ქართველი ეროვნების მოსახლეობითაა დასახლებული.

იმისთვის, რომ მერე ლელაშხას რწმუნებულმა, კრწანისის რწმუნებულის მსგავსად არ შემოგვითვალოს სად ნახეთ კრწანისში მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელი-ო - ღორს დიდი ინტერესით ვიღებთ.

ლელაშხაში ათობით მიტოვებული ორ სართულიანი სახლი დგას. უფრო, სწორედ, მხოლოდ კედლების ამარად დარჩენილი სახლებია. ამ დროს ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილები გვახსენდება. ალბათ, ამ სახლების შეკეთრება და დევნილების შესახლება უფრო იაფი და ჭკვიანური საქმე იქნებოდა, ვიდრე დევნილების ფოცხოეწერის მივარდნილ სოფელში გადასახლება.

ლელაშხასა და ქვემო კაპანხჩში მინდვრები დაცარიელებულია. სარწყავ არხებში წყალი ნახევრადაა გაყინული. ცარიელია ადგილობრივების სახელდახელოდ გაკეთებული ე.წ ბირჟები. სიცივეში ყველას თბილად სახლში ჯდომა ურჩენია. ან როგორც ადგულობრივებმა გვითხრეს, ხშირად სახლების ნაცვლად სათბურებში უყვართ ყოფნა. მიზეზი კი ისაა, რომ ცელოფნისგან შეკრულ სათბურში, სადაც ჯერ 3 სანტიმეტრითაც არაა წამოზრდილი მწვანილი მუდმივად სითბოა.

მიუხედავდ იმისა, რომ სათბურს სითბოს წყარო არ აქვს. ცელოფანი რითიც არიან დაფარული, მუდმივ მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს. თუმცა თბილ სათბურში ფოტოების გადაღება გვიჭირს. ობიექტივი იორთქლება და მხოლოდ, სათბურის გარედან გადაღებული კადრები გვრჩება.



               
 ფოტო გალერეა:    



kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია