სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:00 
ახალგაზრდა რუსთაველი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა - 02 მარტი 2013

დღეს, რუსთავის თეატრ ,,ბრავოში" ახალგაზრდა რეჟისორის, სანდრო სანდომისაშვილის სპექტაკლის  ,, მე შენ სიცოცხლეს გაჩუქებ" პრემიერა შედგა.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალის ტრაგიკულ ცხოვრებას  ასახავს. სამხედრო ჟურნალისტი, რომელიც მნიშვნელოვან თემებს აშუქებს უშიშროების აქტიური თვალთვალის ობიექტი ხდება.  მალევე, მასზე ,,მიმაგრებულ" აგენტს მის მიმართ გრძნობები უჩნდება და საბოლოოდ სასიყვარულო ურთიერთობების შემდეგ, პიესისი გმირი დილემის წინაშე დგება.

ის იღებს გადაწყვეტილებას გააჩინოს შვილი და მარტოხელა დედის ცხოვრებით იცხოვროს. რეჟისორმა მაყურებელს აჩვენა, თუ როგორია საზოგოების აზრი და განწყობები ასეთი ადამიანების მიმართ. დასკვნად კი უთხრა მაყურებელს, რომ სიცოცხლეზე აღმატებული არაფერია.

,, ეს არის ჩემი მეორე სპექტაკლი. პირველი გახლდათ ,,მონოკრატია". ვცდილობ მაყურებლამდე მივიტანო ის რაც ვთვლი, რომ რეალურად ღირებულია. ხშირად მეუბნებიან, რომ მე დრამის მოყვარული ვარ და  რეალურად ეს ასეცაა. სწორედ, დრამის ჟანრით გადმოვცემ იმას, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია,  რამდენად კარგად  ვახერხებ მივაწოდო ეს  მაყურებელს თავად განსაჯეთ", - საუბრობს  რეჟისორი,  სანდრო სანდომისაშვილი.

კითხვაზე სპექტაკლების დადგიმისას აქვთ, თუ არა მხარდაჭერა სახელმწიფო, ან რომელიმე კერძო პირისგან  გვპასუხობს, რომ არა. ,, ეს სპექტაკლი თეატრ ,,ბრავოსთან" პირადი კონტაქტების მეშვეობით  დაიდგა. რაც შეეხება სხვებისგან რაიმე სახის მხარდაჭერას, სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არც არავისთვის მიმიმართავს, თუმცა იმისთვის რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი სპექტაკლი დაიდგას ამგვარი მხარდაჭერა აუცილებელია", - დასძენს, რეჟისორი.

სანდრო სანდომისაშვილთან სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი აქვს პიესის ,, მე შენ სიცოცხლეს გაჩუქებ" ავტორს, ლანა მანველს. ,, სანდროს მიმართ შენიშვები არ მაქვს. პირველად მოხდა ამ პიესის სპექტაკლად გადგმა. მე რა ემოციაც ჩავდე მასში იგივე ვიხილე სცენაზე.

ამ პიესისი დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის წიგნი წავიკითხე, ,,წერილი არდაბადებულ შვილს". იდეა ასე დაიბადა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში მთავარი გმირის გადაწყვეტილებაა სიცოცხლის გაგრძელება და შვილის გაჩენა", - ამბობს პიესის ავტორი,  ლანა მანველი.

სპექტაკლის მიმართ დადებით განწყობებს გამოხატავდნენ მაყურებლები. მათ აიტერესებთ, როდის დაიდგმება ამავე რეჟისორის მორიგი სპექტაკლი. ამ კითხვაზე სანდომისაშვილი გვპასუხობს,  რომ იდეები ბევრი აქვთ  და ახლა მათი განხორციელების გზების ძებნას იწყებენ.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით   

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია