პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:04 
კანონპროექტი, რომელიც სადაზვერვო საქმიანობაზე კონტროლის უფლებას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობას ანიჭებს - 04 მარტი 2013

პარლამენტის წევრი, ბლოკი  "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნები"-ს წარმომადგენელი ირინე  იმერლიშვილი ინიციატივით გამოდის. მან უკვე, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ მოქმედ კანონებში: ,, კანონი საქართველოს  დაზვერვის სამსახურის შესახებ", ,, სადაზვერვო საქმიანობის შესახებ", ,, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ", ,, ნდობის ჯგუფის შესახებ" და საქართველოს კანონი ,, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ".

დღეს მოქმედი კანონმდებლობით ქვეყნის უშიშროების კუთხით მომუშავე ყველა სტრუქტურა  პრეზიდენტს ექვემდებარება. ასევე,  აღნიშნულ სფეროში  დასანიშნ  მაღალი თანამდებობის პირებზეც გადაწყვეტილებას  პრეზიდენტი იღებს.

პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მომზადებული კანონპროექტი აღნიშნული უფლებების პრეზიდენტისთვის ჩამორთმევას და მთავრობისთვის გადაცემას ითვალისიწინებს.

განმარტებით ბარათში, რომელიც  კანონპროექტს ერთვის ვკითხულობთ: ,, კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს, კონსტიტუციური ფუნქციის განმტკიცების ხელშეწყობა და საქართველოს დაზვერვის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლის დაწესება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების,აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშნვისა და გათავისუფლების პრეროგატივის საქართველოს მთავრობისთვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა,  ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, რადგან საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას", - ვკითხულობთ კანონპროექტის ავტორის მომზადებულ განმარტებით ბარათში.

მსგავსი არგუმენტით კანონპროექტის ავტორი ითხოვს კონტრდაზვერვის სამსახური გადავიდეს მთავრობის დაქვემდებარებაში.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით  

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია