ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:29 
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის - 05 მარტი 2013

,, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" საგრანტო კონკურს აცხადებს. ფონდი, რომლმაც გრანტების გასაცემად 1 მილიონი ლარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან მიიღო, ახალგაზრდულ კავშირებს დააფინანსებს.

საკონკურსო პირობების მიხედვით დაფინანსდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის განვითარებისთვის საჭირო პროექტებს მოამზადებენ. პრიორიტეტი მაღალმთიან რაიონში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონში მოქმედ  სამოქალაქო სექტორს ენიჭება.

თუმცა არის ერთი საკითხი, რის გამოც ფონდი პირველ ეტაპზე ბევრ განაცხადს არ უნდა ელოდოს. ,, სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ბიუროკრატია, რის გამოც გარკვეული დაბრკოლებები არის შემნილი. ამ ეტაპზე აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, მხოლოდ, იმ ორგანიზაციებს რომლის  წევრთა 2/3 წარმოადგენენ 26-წლამდე ახალგაზრდები. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შეზღუდვას, თუმცა დროში ვერ მოესწრო ამ საკითხის პარლამენტში შეტანა და ,,გასწორება". შესაბამისად, მარტის თვეს გამოცხადებულ კონკურზე აღნიშნული დაბრკოლება მოქმედებს, თუმცა მაისში ჩვენ მეორე კონკურსაც გამოვაცხადებთ, სადაც ეს ბიუროკრატიული პრობლემა მოიხსნება", - საუბრობდა ფონდის ხელმძღვანელი, ირაკლი ჟორჟოლიანი.

ფონდის წარმომადგენლები დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს  შეხვდნენ და საგრანტო კონკურსის შესახებ ესაუბრნენ.  მარნეულის სამოქალაქო სექტორმა ,, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ  ადგილობრივი კავშირების  უმრავლესობა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან წევრთა 2/3-ს  არ წარმოადგენენ 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მაისში აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება  და მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

პ.ს საგრანტო განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ საიტს fondi.ge 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია