კვირა, 05 თებერვალი 2023 წ.  02:39 
რატომ 75თ ? - ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ - 23 თებერვალი 2012

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს" შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა გადასახადის გადახდა ,,ლიბერთიში" უფასო იყო ახლა საკომისიოები წყლის გადასახდთან ერთად და ბუნებრივ აირზეც დაწესდა.

ბანკმა წყლის გადასახადზე საკომისიო 25თ-დან 50 თეთრამდე გაზარდა. დაწესდა ახალი საკომისიოც - ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდისას აბონენტს ბანკისთვის 75 თეთრის გამეტება მოუწევს.

ასეთ შემთხვევებში ბანკები ,,დამნაშავის" სტატუსს წყლის და ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიებს აკისრებენ, რადგან ბანკთან მათ საკუთარი აბონენტების საკომისიოს გადახდაზე უარი თქვეს და ახალი ხელშეკრულებები დადეს.

,,დამნაშავის" სტატუსს უსამართლოდ მიიჩნევენ ,,რუსთავგაზში".

,, 2008 წლიდან ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სხვადასხვა ბანკებთან, სადაც ჩვენი აბონენტები იხდიდნენ ბუნებრივი აირის გადასახადს. ამ ხელშეკრუელაში ჩავდეთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც მომსახურების 1%-ს ჩვენს თვითონ ვიხდიდით. ანუ თანხას, რომელიც წესით ისე, როგორც მთელ მსოფლიოში იხდის თვითონ ბანკის კლიენტს უნდა გადაეხდა, ვიხდიდით ჩვენ.

ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიგვეჩვია აბონენტები გადასახდის ბანკებში გადახდას. ჩეკთან გათანაბრებულმა დოკუმენტმა თავისი ჭირი უკვე მოჭამა და ამის გარდა ჩვენ კანონი აბონენტებიგან გადახდილი თანხის ბანკით მიღებას გვავალებს.

2011 წელის შემოდგომაზე ისევ დავდეთ ბანკებთან ხელშეკრულება, ისე როგორც მთელ საქმიან სამყაროში ხდება, ჩვენც არ ვართ დედა ტერეზა და უკვე ვეღარ ვიხდით ბანკის მომსახურების 1%-ს. მსოფლიოში არც ერთი ორგანიზაცია არ აკეთებს ამას, არავინ არ იხდის საკომისიოს საკუთარი აბონენტების ნაცვლად.

ერთი წლის განმავლობაში ბანკისთვის ჩვენ გვიწევდა 75 000 ლარის გადახდა. ეს კი არის დაახლოებით იმდენი რამდენსაც თვეში ჩვენ მთელი ორგანიზაციის კოლექტივს ვუხდით. ჩვენიც უნდა გაიგოთ არ არის ამის კეთების ფუფუნება. თუმცა ჩვენ სემეკის წინაშე კანონით აღებულ ვალდებულებას ვასრულებთ. ჩვენი ორგანიზაციის პირველ სართულზე გვაქვს სალარო, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე შეუძლია" - საუბრობს ს/ს ,,რუსთავგაზის" ხელმძღვანელი, სოსო გულიტაშვილი.

მისი თქმით მას, ძალიანაც რომც უდოდეს ბანკს საკომისიოს დაწევას ვერ მოსთხოვს. ,, რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, მე არ მაქვს იმისი უფლება ბანკს მოვთხოვო ჩემი აბონენტების საკომისიო დაწიოს. ბანკი კერძო ორგანიზაციაა და ეს მისი კომერციული საქმეა"- დასძენს გულიტაშვილი.

ბუნებრივი აირის გადასახადის საკომისიოს ზრდამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ,, მე მაინტერესებს რის მიხედვით დააწესა ,,ლიბერთი ბანკმა" 75თ საკომისიო. ეს არ არის პატარა თანმხა. ჩვენ გვეშინია, რომ ამასაც გაზრდიან. ასეთი რამ, არ არის გამორიცხული, რადგან წყლის საკომისი ერთ თვეში 25-დან 50-დე გაზარდეს. ცოტა ხანში შეიძლება საკომისიომ გადასხდელ თანხას გადააჭარბოს. სად არის მთავრობა? რატომ არ არიან ბანკები შეზღუდულები ასეთი გადასახადების საკომისიოს განსაზღვრისას?" - კითხულობს რუსთაველი, იზა სულაქველიძე.

Kkpress.ge -მ კითხვები, მსგავს გადასახდებზე საკომისიოების ბანკების ნება-სურვილით ზრდაზე, სემეკს ( საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მისწერა. ველით მათ კომენტარს. ასევე, აღნიშნილ თემაზე კომენტარისთვის კითხვები ,,ლიბერთი ბანკსა" გაეგზავნა. პასუხები მიღებისთანავა გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.


kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
 
Video screenshot
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2023 ყველა უფლება დაცულია