სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:01 
,,სტალინური სიები საქართველოზე“ - 14 მარტი 2013

,,სტალინური სიები საქართველოზე" - ამ სახელწოდების გამოფენას რუსთავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენის ინიციატორი და ავტორი ,, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია".  ეროვნული არქივიდან და პირადი ძალისხმევით მოძიებული მასალები,  საქართველოს 1937-38 წლების რეპრესიებს ასახავს. გამოფენაზე გარდა რეპრესირებული პირების და მათი ოჯახების ცხოვრებისა  - გამოქვეყნებულია მასალები,  სადაც ჩანს ვინ  და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული ადამიანის გადასახლებისა, თუ დახვრეტის თაობაზე.  ვხედავთ  3 000-ზე მეტი ადამიანის გვარს, რომელთა სიის ბოლოს მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაზე დასტურს პირადად სტალინი აწერს ხელს.

სწორედ, ამ ფაქტის გამო გამოფენას ,,სტალინური სიები საქართველოზე" ეწოდა. ახალგაზრდა გამომძიებლებს, საზოგადო მოღვაწეებს და საბჭოთა წყობისთვის მიუღებელ ადამიანებს  სისტემა ,,მარტივად"  ართმევდა სიცოცხლის უფლებას.

უცნაური და საბედისწეროა იმ გამომძიებელთა ბედი, რომელთა შესახებაც გამოფენის ერთ სტენდზე ვკითხულობთ, თუ როგორ ატერორებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს სასურველი ცრუ ჩვენებების მიღებად. ხოლო,  იქვე  მეორე სტენდზე ვკითხულობთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მათ ასეთივე ბედი ეწიათ.

ასობით ახალგაზრდა სისტემის სამსახურში მყოფი გამომძიებელი თავად გახდა რეპრესიის მსხვერპლი და დახვრეტამდე გაიარა  სწორედ ის  ,,არაადამიანური ტანჯვის" გზა,  რაც  გაიარეს წარსულში სხვა ადამიანებმა მათი ძალისხმევით.   ასეთი ბედი ეწია გამომძიებელ დავით ბაგრატიონს. უკვე, მაშინ როდესაც თავად ხდება თავისუფლებააღკვეთილი და აწამებენ სასურველი ჩვენების მისაღებად,  არქივში შემორჩენილ მასალებში დაწერს, რომ ეს არის ჩვენება, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მისცა.

გამოფენაზე რეპრესირებული მშობლების შვილების წერილებიც გვხვდება. იმისთვის, რომ თავად არ გახდნენ რეპრესიის მსხვერპლნი წერენ, რომ მათ მშობლებს ქვეყნის მოღალტეებად თვლიან და მათზე უარს ამბობენ. ასევე ასობით წერილია, სადაც ჩანს, რომ ადამიანები  საკუთარი მამების  ბედის გასაგებად  უშედეგოდ მიმართავენ ხელისუფლებას. ვკითხულობთ შვილების წერილებს, სადაც მთავრობას წერენ, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ მათი მამა ცოცხალია თუ არა. არც ერთ ამ წერილზე პასუხი გაცემული არ არის, თუმცა გამოფენის ავტორებს მოძებნილი აქვთ დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ადამიანები ვის ბედსაც ახლობლები კითხულობენ იმ დროს უკვე, დახვრეტილები იყვნენ.

საარქივო მასალებმა  5 თვის ფეხმძიმე ქალის ტრაგედიაც შემოინახა. მასთან დაკავშირებით საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსნები  სპეციალურ ბრძანებას გამოსცემენ, სადაც წერენ, რომ მას შვილის გაჩების საშუალებას მისცემენ და შემდეგ დახვრეტენ.

,, ამ გამოფენის მიზანია, რომ კიდევ დამატებით მოგროვდეს ინფორმაცია რეპრესირებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. საბოლოოდ ეს ინფორაცია შეიკვრება და წიგნი გამოიცემა.  დიდი სურვილი გვაქვს  ახალგაზრდები მაქსიმაურად ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. მათთვის სპეციალური კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული გამოფენის მასალების გამოყენებით  უნდა მოამზადონ საკონკურსო მასალები რეპრესიების თემაზე. ნამუშევრები  26 მარტამდე მიიღება და გამარჯვებული 28 მარტს გამოცხადდება.

გვინა მოსწავლეებმა თემაზე მუშაობისას წყაროების განმოყენება ისწავლონ და რაც მთავარია კარგად გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს უმნიშნელოვანესი პერიოდი"  - საუბრობს, რუსთავის  ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, მანანა ხავთასი.

გამოფენა ,,სტალინური სიები საქართველოზე" - 28 მარტს დაიხურება.

პ.ს  kkpress.ge   გამარჯვებული მოსწავლის გამოვლენის შემდეგ მის ნამუშევარს 1937-38 წლების რეპრესიების შესახებ  გამოაქვეყნებს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია