ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:54 
დაკარგული ისტორიები - რეპრესირებული ქალები - 19 მარტი 2013

თაობა, რომელმაც გამოიარა საბჭოთა ტერორი ნელ-ნელა ქრება. მათთან ერთად იკარგება მეხსიერება ათასობით ადამიანის ტრაგედიის შესახებ. ისტორიის ამ განუყოფელი ნაწილის კიდევ ერთხელ გააზრებას ორგანიზაცია ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ცდილობს. მათი მოძიებული მასალებისგან შემდგარ გამოფენას,  დღეს რუსთავის ისტრიული  მუზეუმი მასპინძლობდა.

გამოფენამ ოცი  რეპრესირებული ქალის ცხოვრება, პირადი წერილებით და შთამომავალთა მოგონებებით გადმოსცა. თითოელი მათგანი საკუთარ მოგონებაში   წერს, რომ ისინი არიან  უდანაშაულოდ სისტემის მიერ დასჯილი ადამიანები. გადასახლების ისტორიებს თან სდებს იმ დღეების და სასტიკი მოპყრობის აღწერა, რაც მათ გამოიარეს. გამოფენის ერთ-ერთი გმირი რეპრესირებული ქალი ელისაბედ ქავთარაძეა. ის ანტისაბჭოთა განწყობების გამო ორჯერ გადაასახლეს, ჯერ ტომსკის ოლქში და შემდეგ ყაზახეთში.  

მისი ისტორია სხვა რეპრესირებული ქალებისგან განსხვავებულია, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებული ის კვლავ, უპირისპირდება სისტემას და პირად წერელებში მის საყვარელ ფრაზას წერს: ,, როცა მოვკვდები ღმერთს საიქიოში რევოლუციას მოვუწყობ".

ელიზაბედ ქავთარაძისგან განსხვავებით რეპრესია შეეხოთ იმ ქალებს, რომლებიც არ იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურნი. მათ მიმართ  იყო მხოლოდ, ერთი ,,პრობლემა" - ისინი გახლდნენ რეჟიმისთვის მიუღეველი და ,,საშიში" პირების მეუღლეები. სწორედ, ამიტომ ბარბარე კიღურაძე-ანდრიასოვა, რომელიც 1937 წელს დახვრეტილი ინჟინერის  ცოლი იყო გადაასახლეს, როგორც ,,ხალხის მტრის ცოლი".  მან გადასახლებაში 5 წელი გაატარა. ამის შემდეგ კი სახლში დაბრუნებული საკუთარმა შვილმა ვეღარ იცნო.

განსაკუთრებით მძიმე იყო გადასახლებისას დანიშნულების ადგილზე რეპრესირებულთა გადაყვანა. პირადი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გადასახლებელი პირები მატარებლით ყოველგვარი საჭმლის, წყლისა და თბილი სამოსის  გარეშე მიჰყავდათ. გზად  ადამიანები იღუპებოდნენ და მათ მატარებლის გაჩერებაზე ყრიდნენ იმ იმედით, რომ ვინმე დაკრძლავდათ.  

,, ჩვენ ვინარჩუნებთა და უფრო ვაღრმავებთ კავშირებს რეპრესირებული ადამიანების შთამომავლებთან. ვისმენთ იმ ისტორიებს, რაც მათ რეპრესირებული ოჯახის წევრებს გადახდათ",  - საუბრობს გამოფენის ორგანიზატორი,  ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. გარდა ინფორმაციის ცოცხალი წყაროებისა მათი  მოიძიეს  მასალები ეროვნული, შსს არქივისა და ხელნაწერთა ცენტრისგან.  

აღნიშნული პროექტი ,,ლაბორატორიამ" გერმანული ასოციაციის ,, საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის „ (dvv international) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. გამოფენაზე ასევე საზოგადოებას გააცნეს რეპრესირებული ოჯახების შთამომავლების ზეპირი ისტორიებისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი.

პ.ს ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მუშაობას და განხორციელებულ პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.sovlab.ge

მსგავს თემაზე: ,,სტალინური სიები საქართველოზე"  http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=698&mid=4

 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია