კვირა, 05 თებერვალი 2023 წ.  02:24 
ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - 27 თებერვალი 2012

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი" აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის " 152 მოსწავლე იძულებული გახდა სხვა სკოლებში გადასულიყო. კერძო სკოლის 49 პედაგოგი უმუშევარი დარჩა.

,, ავტორიზაციის ჯგუფის ინტერესის ობიქტი იყო არა ის, თუ რა შედეგზე იყო სკოლა გასული, არამედ თითიდან გამოწოვილი ხარვეზების აღმოჩენა, რომელიც სკოლას პრობლემებს შეუქმნიდა.

თუ სხვა სკოლებში 2 საათი მუშაობა ეს კომისია, ჩვენთან იჯდნენ 2 დღე, გვიან ღამემდე. მათ ხარვეზად დააფიქსირეს შემდეგი საკითხები: რატომ არ გვქონდა მე-12 კლასის ჟურნალში შეტანილი აბიტურის საათი? მაშინ, როდესაც ჩვენ მე-12 კლასი საერთოდ არ გვყავს. წერდნენ ასევე, რომ არ გვქონდა 15 წუთიანი შესვენება. Aასევე, ჩვენ ჟურნალის შენიშნვების გვერდზე გამორჩენილი იყო ჩემი ხელმოწერა; კათედრის გამგის ხელმოწერა არ იყო კათედრის სხდომის ოქმზე.

მსგავსი წვრილმანი ხარვეზები სხვაც დაგვიფიქსირეს, მაგრამ მე მაინტერესებს ნუთუ ამ ხარვეზებისთვის შეიძლება შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება?

მათი მხრიდან შენიშვნების მიღების შემდეგ ჩვენ გავასწორეთ ყველა ეს ხარვეზი.

ასევე, პრობლემად გვიწერდნენ ,, უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების წერილობითი ფორმით არ არსებობას". მაშინ, როდესაც სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი, ყავს კვალიფიციური ექიმი და გვაქვს საჭირო მედიკამენტები - კომისია წერილობითი ფორმით ამ მექანიზმების არ არსებობაზე გვედავებოდა.

ჩვენ ეს მექანიზმებიც მოვიძიეთ და დავწერეთ. ასევე შევიძინეთ სკოლის გარე თვალთვალის კამერები. ბიბლიოთეკაში დავამატეთ სასკოლო სახელმძღვანელოები " - საუბრობს ,, მილენიუმის " დირექტორი, ელზა ლეკვეიშვილი. მისი თქმით, ავტორიზაციის კომისიამ კერძო სკოლას მანდატურის არ ყოლაც ხარვეზად ჩაუთვალა.

,, მანდატურის საკითხთან დაკავშირებით, მინდა ერთ უცნაურ გარემოებაზე გავამახვილი ყურადღება. ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეყვანა ერთი მანდატური. შესაბამისი ხელშეკრულაც გავაფორმეთ, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე დღეს მანდატურის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ორი მანდატური უნდა აგვეყვანა. Oორ მანდატურს კი ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა, ამიტომ დავრჩით მანდატურის გარეშე. მე არ ვთვლი, რომ 152 ბავშვიან სკოლას ორი მანდატური ჭირდება. ის ერთი მანდატურიც სამი თანამშრომლის ხელაფსისი დაკლების ხარჯზე უნდა აგვეყვანა.

კომისიას საუბარი ქონდა სხვა შენიშვნებზეც, თუმცა ამ შენიშვნების გათვალისწინებით მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ ჩვენი სკოლის მიმართ სხვა ნიშნით მოხდა ავტორიზაციის შეჩერება" - დასძენს ლეკვეიშვილი.

გასულ წელის 8 სექტემბერს ,, მილენიუმმა " ავტორიზაცია უკვე გაიარა. სკოლას ავტორიზებულის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ავტორიზაციის ჯგუფი 4 თვეში ისევ დაადგათ თავზე.

,, გარკვეული ეჭვები მაქვს რაც ჩემი მეუღლის საქმიანობას უკავშირდება.
ის ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპაიას. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის არ არის პოლიტიკაში ჩართული ადამიანი.

ბოლო ორი თვეა მესმის გარკვეული ჯგუფებისგან საუბრები, რომ საინტერესოა, თუ რატომ მოუხშირა ჩემმა მეუღლემ რუსთავში სტუმრობას. ასევე ამბობენ, რომ ვინიშნები ,,ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელად. რაც, ცხადია, არ არის სიმართლე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის რუსთაველია და რუსთავში თავისი სამშენებლო კომპანიის პროექტის მიმდინარეობას აკვირდება. საკუთარ ქალაქში ჩამოსვლის ნებართვას კი ვერავისგან აიღებს.

ეს საუბრები მე ეჭვის საფუძველს მაძლევს. ეჭვს ავტორიზაციის კომისიის მუშაობაც მიმძაფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათი მითითებული ხარვეზი გავასწორეთ მათ ეს არ გაითვალისწინეს"- საუბრობს კერძო სკოლა ,,მილენიუმი"-ს დირექტორი, ელზა ლეკვეიშვილი.

განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში, თუ მედიაში საზოგადოებას უხსნის, რომ ,,მილენიუმს" ავტორიზაცია აღმოჩენილი ხარვეზების გამო შეუჩერდა. სამინისტრო კერძო სკოლის მოსწავლეებს არწმუნებს, რომ მათ სხვა სკოლებში გადასვლისას პრობლემები არ შეექმნებათ. თავად სკოლის დირექტორი კი საქმის სასამართლომდე მიყვანას გეგმავს.


Kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
 
Video screenshot
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2023 ყველა უფლება დაცულია