ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:54 
ბოლნისი დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს - 01 აპრილი 2013

4-5 აპრილს ბოლნისის კულტურის სახლში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი  გაიმართება.

ფილმები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თითოეული მათგანი წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე „ერთი მსოფლიო" .

4 აპრილი,  15:00 საათზე ნაჩვენები იქნება ფილმი -ოჯახური პორტრეტი შავ-თეთრში"  /იულია ივანოვა/კანადა

17:00 საათზე- „ კარლას დაბადება"  

/კოენ სუიდგესტი/ესპანეთი

5 აპრილი, 15:00 საათზე - ჩემი მეზობელი, ჩემი მკვლელი"

/ანა აგიონი/საფრანგეთი/

17:30 საათზე - „ ბოლო მატარებელი"

/ფან ლისინ/კანადა.

ფილმების ჩვენების შემდეგ,  გაიმართება დისკუსია. ფესტივალის სტუმრები არიან 4 აპრილი:  ალა ბეჟენცევა - ასოციაცია "მრავალეროვანი საქართველოს ქალები"ს ხელმძღვანელი,  გუნელ მევლუდ- პოეტი და ჟურნალისტი აზერბაიჯანიდან.

5 აპრილს კი ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ლელა გაფრინდაშვილი-ფილოსოფოსი.

ბოლნისში დოკუმენტური ფილების ფესტივალის ორგანიზატორია  აიპ "ბოლნისის ენის სახლი". აღნიშნული ფესტივალი იმართება CAUCADOC პროექტის ფარგლებში.

CAUCADOC პროექტის მეშვეობით დოკუმენტური ფილმების ფესტივალები საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. თითოეულ კინოფესტივალებზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 10 ფილმი. ფილმების ხანგრძლივობა მერყეობს 30-დან 80 წუთამდე.  წარმოდგენილი ფილმები განსხვავებული თემატიკისაა.  კინოფესტივალზე დასწრება ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა.

 

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია