სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:58 
წალკა დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს - 09 აპრილი 2013

წალკაში 14-15  აპრილს,  CAUCADOC პროექტის ფარგლებში  დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას  გაზეთი  "თრიალეთის ექსპრესი"  მასპინძლობს.

2013 წლის მარტი-აპრილის თვეში CAUCADOC პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება დოკუმენტური ფილმების ფესტივალები საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 14 სხვადასხვა ქალაქში. თითოეულ კინოფესტივალებზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 4 ფილმი. ფილმების ხანგრძლივობა მერყეობს 30-დან 80 წუთამდე.
წარმოდგენილი ფილმები განსხვავებული თემატიკისაა, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე, რასიზმზე, მიგრაციაზე და ა.შ.

" ფილმები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თითოეული მათგანი წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე "ერთი მსოფლიო". ჩვენი მიზანი, არა მხოლოდ კარგი ფილმების ჩვენებაა რეგიონებში, რომლებიც სამწუხაროდ შედარებით მოწყვეტილნი არიან კულტურულ ცხოვრებას, არამედ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ და ჩავრთათ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის პროცესში, იმდენად რამდენადაც რეგიონებში მოსახლეობა შედარებით მოწყვეტილია ღიად და თავისუფლად მსჯელობის შესაძლებლობას" - აღნიშნავს  შარკა ზაჰრადნიკოვა, CAUCADOC პროექტის მენეჯერი.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. დოკუმენტური ფილმების ჩვენების შემდგომ დაგეგმილია დებატები და დისკუსია სტუმრების და ექსპერტების მონაწილეობით ფილმში დასმული საკითხების ირგვლივ.

დოკუმენტური კინოფესტივალების ორგანიზატორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად „საქდოკ ფილმი" საქართველო და „ინტერნიუსი" სომხეთი.


CAUCADOC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში 2012 წ. მარტი - 2014 წ. თებერვლის განმავლობაში.

წალკაში დოკუმეტური ფილმების ჩვენება 14-15 აპრილს, 12 საათიდან არისტოტელეს  № 22-ში გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:  ნაზი მეშველიანს nazi_mis@mail.ru   ტელ: 5 (97) 14 72 18. 

 

ფოტოს წყარო: internews.am

KKPRESS.GE

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია