ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:25 
ჯუმბერ ლეჟავას სახელობის სამეცნიერო აკადემიამ პოეზიის საღამოს უმასპინძლა - 11 აპრილი 2013

დღეს,  ჯუმბერ ლეჟავას სახელობის სამეცნიერო აკადემიის რუსთავის ფილიალის  ორგანიზებით,  საგანმანათლებლო ცენტრ „საქართველოს ინტელექტუალური არჩევანის" შენობაში - პოეზიის საღამო გაიმართა.

 აღნიშნულ ღონისძიებაზე, ადგილობრივ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, დედაქალაქიდან  მოწვეული მწერლები და მუსიკალური ჯგუფი  "ზღვარი" მონაწილეობდა.   საღამოზე დამსწრე საზოგადოებას, რუსთაველი მხატვრის, ალექსანდრე თოდუას ნამუშევრების გაცნობის საშუალებაც ჰქონდა.

 საღამოს ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქში  მცხოვრები კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია.

 „ ჩვენი მიზანია პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობენ ფართო ასპარეზზე გამოვიყვანოთ და მთელ საქართველოს გავაცნოთ. ვფიქრობ,  დღევანდელი ღონისძიებაც ამ კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯია",  - განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას სამეცნიერო აკადემიის დამფუძნებელმა,  გულნაზი ხარაიშვილმა.

 მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა  პოეტმა და მუსიკოსმა, სერგი ლომაძემ, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.

" ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის,  თუ რას მოისმენს დამსწრე საზოგადოება პირადად ჩემგან,  ან ჩვენი ჯგუფის წევრებისგან, არამედ  ის თუ, ჩვენ რას გავიგებთ საინტერესოს მასპინძლებისგან", -  აღნიშნა მან.

 სამეცნიერო აკადემიის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელთა განცხადებით, რუსთაველებს   სხვა ქალაქში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრის საშუალება,  კიდევ არაერთხელ მიეცემათ.

 

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია