ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:37 
საქველმოქმედო საღამო ”სიყვარული სიცოცხლისათვის” - 15 აპრილი 2013

დღეს, მთაწმინდის პანთეონში,  არასამთავრობო ორგანიზაცია "მთაწმინდის მთვარემ"  ახალგაზრდა მსახიობის, გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად   საქველმოქმედო საღამო, სახელწოდებით - "სიყვარული სიცოცხლისათვის" გამართა.

 ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა, პოეტებმა და ახალგაზრდა ხელოვანებმა. მთაწმინდის პანთეონში შეკრებილ საზოგადოებას, სასიყვარულო პოეზიის მოსმენის საშუალება ჰქონდა.

"მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ადამიანი მოვიდა დღეს აქ და რა თანხა შეგროვდება, არამედ ის, რომ საზოგადოებას კეთილი საქმისთვის გაერთიანების სურვილი აქვს. მეც, ყოველთვის მზად ვარ ჩემი წვლილი შვიტანო მსგავს საქმეში", -  განაცხადა მსახიობმა, მაია ბურდულმა.

 ახალგაზრდა მსახიობის მეგობრების შეფასებით, მნიშვნელოვანია ის ყურადღება რომელსაც ხალხი გიორგი ყორღანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ იჩენს.

" დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გიორგის გადასარჩენად საჭირო,  საკმაოდ ძვირადღირებული  ოპერაციისთვის თანხის შეგროვებას ცდილობს", -  დასძინა საღამოს მიწურულს,  სოსო გოცაძემ.

 საქველმოქმედო საღამოს ინიციატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მთაწმინდის მთვარის" ხელმძღვანელმა, არჩილ აბესაძემ, სამომავლოდაც გამოთქვა მსგავს ღონისძიებებში ჩართვის სურვილი.

" ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,  ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში და დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ესაჭიროება", - საუბრობდა  აბესაძე.

 

რუსუდან გოგოლაძე

kpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია