ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017 წ.  11:18 
ქვემო ქართლს ადამიანის უფლებათადამცველი ახალი ორგანიზაცია ჰყავს - 16 აპრილი 2013

,, უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაცია",  რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში  ადამიანის  უფლებების დაცვის კუთხით მუშაობას იწყებს,  ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად  სემინარების ჩატარებას, სოციალურად დაუცველთა უფლებების უსასყიდლოდ დაცვას, ადმინისტრაციულ ორგანოებში მონიტორინგის განხორციელებას და  მოსწავლეთათვის იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას გეგმავს.

,,უფლებადამცველთა  საერთაშორისო ასოციაციის"  აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ თათარაძე   ქვემო ქართლის რეგიონში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს.   

„ იმისთვის, რომ არ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება,  გადავწყვიტეთ ჩავატაროთ სემინარები მათი სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით", -ამბობს მიხეილ თათარაძე.  

მისი თქმით,  ტრენინგები და სემინარები მოიცავს არამარტო საარჩევნო, არამედ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და სამოქალაქო სამართლის სხვადასხვა საკითხებს. ასოციაციის  წევრების  გეგმებში შედის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა.  ორგანიზაცია ასევე, ორიენტირებულია მოზარდი თაობისთვის სამართლებრივი კუთხით საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე. თათარაძის განცხადებით ასოციაციის  წევრები სკოლის მოსწავლეებთან მსგავი მიზნით შეხვედრებს აქტიურად გამართავენ. დაგეგმილია მოსწავლეებს შორის  იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაც.

ამ ეტაპზე უფლებადამცველთა სერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც რეგიონში თავისი არსებობის რამდენიმე დღეს ითვლის, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მუშაობს. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მომავალში ასოციაციის წევრები დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მოძიებაზე იზრუნებენ. დღეის მდგომარეობით     ,, უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაცია" ოჯახური კონფლიქტის ერთ დავას განიხილავს და აკვირდება რუსთავში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციამ ვიდეოგადაღება აწარმოა 12 აპრილს რუსთავის კოსტავას გამზირზე, სადაც ორ ჯგუფს შორის პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  მაშინ, ინციდენტის უშუალო თვითმხილველმა ,, უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაცია"- მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია მისცა. მათ ჩვენებები და გადაღებული ვიდეომასალა შესწავლის მიზნით ადგილობრივ პოლიციას გადასცეს.

 

ეკატერინე კუდარავა

kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ მხოლოდ საიტის  მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია