სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:57 
,, თეატრის სიყვარული აერთიანებდათ “ – გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნის საღამო - 30 აპრილი 2013

დღეს,  რუსთავის #14-ე სკოლაში, ადგილობრივი მაყურებლისთვის ცნობილი მსახიობების, ლეილა შოთაძის, გია ლეჟავას და ოთარ სეთურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით - "მათ თეატრის სიყვარული აერთიანებდათ".

 ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები და ახალგაზრდა შემოქმედები, რომლებმაც სიმღერებით და  ლექსებით  მიაგეს პატივი მსახიობების ხსოვნას.

" დღეს, რუსთაველმა საზოგადოებამ პატივი მიაგო, მსახიობების ლეილა შოთაძის, გია ლეჟავას და ოთარ სეთურიძის ხსოვნას, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადგილობრივ მაყურებელს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქალაქის ახალგაზრდებმა და მიხარია, რომ მათ დღეიდან უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ აღნიშნული მსახიობების შესახებ, რომლებსაც მართლაც, რომ აერთიანებდათ თეატრის სიყვარული." განაცხადა, ღონისძიების ორგანიზატორმა, ეთერ ბასილაშვილმა.

მაყურებელთა შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ადგილობრივი თეატრისმოყვარული საზოგადოებისთვის და გარდაცვლილი მსახიობების ახლობლებისთვის.

" მსგავსი საღამო არა მხოლოდ მათი შემოქმედების თაყვანისმცემელი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამადე თითოეული გარდაცვლილი მსახიობის ოჯახის წევრისთვის. ამგვარი შეხვედრებისას ნათლად ჩანს ის, თუ რამდენად აფასებს მაყურებელი მსახიობების ღვაწლს",-  აღნიშნა ალმარ ლომიძემ.

 

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია