შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:51 
ქვემო ქართლის გუბერნიაში საატესტაციო კონკურსი მიმდინარეობს - 27 იანვარი 2014

ამ წუთებში, ქვემო ქართლის გუბერნიაში თანამშრომელთა საატესტაციო კონკურსი მიმდინარეობს. გუბერნატორის მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის, თეა პერტაიას განცხადებით ატესტაციის პროცესი ხვალ დასრულდება. პერტაია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით კომისია შეუსვენებლად მუშაობს და კომისიის წევრებთან ატესტაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების დასმა და ჩვენთვის ინფორმაციის მიწოდება - ვერ მოხერხდება. 

გუბერნიის თანამშრომელთა კვალიფიკაციას კომისია განსაზღვრავს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, რუსთავის მერი და რუსთავის მერიის ადმინისტრციის ხელმძღვანელი. 

,, გუბერნიაში მჭირდება ნამდვილი მეურნე ხალხი, რომლებსაც საქმის კეთება შეუძლიათ. იმის გათვალისიწიბით, რომ უამრავ ადამიანს ვიცნობ, ცხადია არის გარკვეული მესიჯები, რომ იქნებ ვაკანტურ თანამდებობაზე დავნიშნო და ა.შ, თუმცა გარწმუნებთ კომისია ობიექტურად იმუშავებს და საუკეთესო კადრები აირჩევიან",- საუბრობდა, საატესტაციო კონკურსის თაობაზე kkpress.ge-სთან ქვემო ქართლის გუბერნატორი.

ატესტაციის გავლა სავალდებულოა ამჟამად გუბერნიაში დასაქმებული ყველა კადრისთვის. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა გაჩნდება, თუ არა გუბერნიაში ვაკანტური ადგილები - იმ თანამშრომელთა ნაცვლად, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს კომისიის საატესტაციო მოთხოვნები. 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია