შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:52 
თუ ,, RMG" ხელფასებს არ გაზდის - 14 თებერვალს გაფიცვა დაიწყება - 28 იანვარი 2014

მადნის მომპოვებელი კომპანიების „RMG gold" და „RMG Copper"-ის თანამშრომლები შესაძლოა ისევ გაიფიცონ. მუშების ინფორმაციით, საწარმოს ხელმძღვანელობა პირობის შესრულებაზე უარს აცხადებს, რის გამოც თებერვლის შუა რიცხვებში შპს  RMG gold-ისა და RMG copper-ის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.

მუშათა ჯგუფი RMG-ს გენერალურ დირექტორს-სერგეი ეგანოვს ამა წლის 24 იანვარს შეხვდა. მუშების თქმით, ეგანოვმა უარი თქვა ხელფასების დაპირებულ ზრდაზე იმ მიზეზით, რომ კომპანია „კრიზისს განიცდის".

კომპანიის თანამშრომლების თქმით, პროფკავშირების სახელით მათ უკვე შეიტანეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. წერილში უთითებენ, რომ  შპს RMG -ს 21 დღიან ვადას აძლევენ, 21 დღის შემდეგ კი საწარმოში ყველანაირი სამუშაოები შეჩერდება.

გიორგი აზარაშვილი (RMG-ის თანამშრომელი): „ ჩვენ კანონის ყველა წესის დაცვით ვმოქმედებთ და ვითხოვთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. საწარმოს ჰქონდა 2 თვე იმისათვის, რომ მუშების ხელფასები 50%-ით გაეზარდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 24 იანვარს აღნიშნული ვადა ამოიწურა და იწურება ჩვენი მოთმინებაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომ მომავალში რამე არ დაგვაბრალონ, 14 თებერვალს კი საწარმოს მუშები გავიფიცებით, ამჯერად ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე. მანამდე კი  საწარმოს სამ კვირაზე ნაკლები დარჩა. ყველაფერი მათ ხელშია."

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი კომპანიების „RMG gold" და „RMG Copper"-ის ასეულობით თანამშრომელი გასული წლის ნოემბერში გაიფიცა. გაფიცული მუშები არაჯანსაღ სამუშაო გარემოსა და არასაკმარის ანაზღაურებას აპროტესტებდნენ და  შესაბამისად,  სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ.

 

ნინო მელიქიშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია