შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:06 
მარნეულის ქალთა კლუბის წევრებს ,, ახალი მემარჯვენეები’’ -ს პოლიტიკური მდივანი შეხვდა - 29 იანვარი 2014

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა კლუბის წევრებს  ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია შეხვდა. საუბრის მთავარი თემა, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე - ქალბატონების გააქტიურების საჭიროება იყო. 

,, ჩვენი პოლიტიკური პარტია, დიდ ყურადღებას უთმობს, ქალის როლის გაზრდას ქვეყანაში და ზოგადად ქალის გამოსვლას საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამიტომ ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ვითხოვთ ყოველი ათი კანდიდატიდან, ორი ქალბატონი იყოს.
დღეს, მარნეულში ძალიან დიდი ინტერესით დაგვხვდნენ ადგილობრივი ქალბატონები. წინა წლებთან შედარებით დიდია მათი აქტივობა, რაც მისასალმებელია. 

ბევრს საუბრობენ, ევროპა თუ რუსეთი? ჩვენი პარტია, რასაც ვერ დათმობს, ეს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაა, რადგან ყველა დედას სურს, რომ მისმა შვილმა, დასავლური განათლება მიიღოს. ამიტომ, ჩემი მთავარი მოწოდება ქალების მიმართ ასეთია: - აუცილებლად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და გამოდით საზოგადოებრივ ასპარეზზე. ნუ, შეგაშინდებთ იმის, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური კუთხით დიდი გზა არ გაქვთ გავლილი', - საუბრობდა მანანა ნაჭყებია.

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია