შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:41 
რუსთავში სასმელი წყლის მილები გაიყინა - 04 თებერვალი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" დილიდან რუსთავის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობა, სასმელი წყლის მილებთან დაკავშირებულ პრობლემაზე წერს. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ წყლის მილები გაყინულია. აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ,,რუსთავის წყლის" სამ კაციანი ჯგუფი დადის, რომელთაც პრობლემის მოგვარებაში, ისევ მოსახლეობის დახმარება სჭირდებათ.

გვწერენ, რომ მილების გალღობის პროცესში კომპანიის სამუშაო ჯგუფს ცხელი წყლით ეხმარებიან. აცხადებენ, რომ  პრობლემა წყლის მილების სადარბაზოებში გატანამ და მილების დაბალმა ხარისხმა გამოიწვია.

თემაზე კომენტარს ,,რუსთავის წყალი" აკეთებს.

,, ძლიერი ყინვების შედეგად, ნამდვილად დავდექით ამ პრობლემის წინაშე. უმოკლეს ვადებში პრობლემის გამოსწორების მიზნით ქალაქში, რადმენიმე ჯგუფი მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით კომპანიას ჩამოყვანილი ჰყავს დამატებითი ჯგუფები თბილისიდან. რაც შეეხება მოსახლეობის შეფასებას მილების ხარისხთან დაკავშირებით - აღნიშნულ სფეროში მომუშავე პერსონალი აცხადებს, რომ პრობლემა ძლიერმა ყინვამ შექმნა, თუმცა ცხადია მოქალაქეებს აქვთ უფლება სხვაგვარი შეფასება გააკეთონ.

შეტყობინებები, ძირითადად ახალი რუსთავიდან შემოდის. მილების გაყინვის გარდა, არის ყინვის შედეგად მათი დაზიანების ფაქტებიც. ამ შემთხვევაში ოპერატიულად ხდება მილების გამოცვლა. გარწმუნებთ, კომპანია ყველაფერს აკეთებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად", - აცხადებეს KKPRESS.GE-სთან საუბარში ,,რუსთავის წყლის" პრესსამსახური.

მსგასვ თემაზე: რუსთაველები ,,რუსთავის წყალს" დაუპირისპირდნენ 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითები

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია