შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:36 
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დასრულდა - 05 თებერვალი 2014

ორ წლიანი ლოდინის შემდეგ რუსთაველებს შეუძლიათ ჩაიბარონ რეაბილიტირებული რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი.

მისი რეაბილიტაცია ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიონ 34 ათასი ლარი დაუჯდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ალგეთი" აწარმოებდა. ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" პარკში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

პარკის რეაბილიტირებული ცენტრალური შესასავლელიდან, ხელოვნური ტბის გარშენო და პარკის სიღრმეში დაგებულია ბეტონის ბილიკები, გაკეთებულია სანათები, შადრევნები - მათ გარშემო მოწყობილია რკინის სკამები, სანაგვე ურნები - ვედრების გარეშე, გადაბელილია ხეები და ნაწილი იქვეა დაყრილი; რეაბილიტაცია არ შეხებია საბავშო რკინის ატრაქციონს და ამფი თეატრს  - ისინი ძველებურ იერსახეს ინარჩუნებენ;  ამოწმენდილია ტბა და მისი წყლით შევსება მიმდინარეობს; არაა რეაბილიტირებული პარკში მდებარე ხიდი, რომლითაც პარკის მეორე შესასვლელი იწყება,  წმ. ნინოს ქუჩის მიმართულებით. ასევე არაა რეაბილიტირებული აღნიშნული შესასაველი და მასთან მდებარე სველი წერტილები. პარკის ტერიტორიიდან არაა გატანილი რკინის კონსტრუქციები, რომელებშიც წარსულში ზოოპარკის ცხოველები იყვნენ მოთავსებული.

პარკის ამ ნაწილში რეაბილიტაცია შეეხო, მხოლოდ შესასავლელის მეტალის ჭიშკარს, რომელიც  იმავე იერსახისაა გაკთებული, როგორც უკვე რეაბილიტირებული პარკის ცენტრალური შესასვლელი. 

პარკის რეაბილიტაციის პროცესისა და ჩატარებული სამუშაოების მიმართ - უარყოფითი შეფასება აქვს ორგანიზაცია უფლებათადამცველთა საერთაშორისო ასოციაციას. აღნიშნული ორგანიზაცია პარკის რეაბილიტაციის პროცესს 2013 წლის დასაწყისიდან ადევნებს თვალყურს.

,, აღნიშნული რეაბილიტაციის მონიტორინგს 2013 წლიდან ვახდენთ. საკითხთან დაკავშირებით არა ერთხელ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ვერ მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტები სრულად. პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, თუ ვწერდით თვითმმართველობას 7 კითხვას, მათგან პასუხი მხოლოდ 2-3-ზე მოგვდიოდა.

არ გვაწვდიან დოკუმენტაციას კომპანიისთვის გადარიცხული თანხების შესახებ. გვაინტერესებს, რატომ ვერ ხერხდება პარკის რეაბილიტაციის დასრულება, რატომ ვუგრძელებთ ამდენ ხანს ხელშეკრულება შპს ალგეთს?  თუ კომპანიამ დაარღვია სამუშაოების დასრულების ვადები, დააჯარიმეს, თუ არა - რა ზომები გატარდა მის მიმართ?  ჩვენ ამ კითხვებზე ვითხოვთ ინფორმაციას, რადგან რეალურად 2012 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად მათ სამუშაობი უნდა დაესრულებინათ 2013 წლის 1 ივნისამდე.

თუმცა თვითმმართველობამ ალგეთს, ჩვენთვის უცნობი გარემოების გამო, ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა 1 ოქტომბრამდე. ჩვენ ამჯერად ისევ მივმართეთ თვითმმართველობას და გვაინტერესებს გაუგრძელდა, თუ არა ალგეთს ხელშეკრულება და რის საფუძველზე.

რაც შეეხება ამ დროისთვის ჩატარებულ სამუშაობს, პარკის რეაბილტაცია მოხდა 20-30%-ით. რეალურად გაკეთდა ბეტონის ბილიკები, შადრევნები, განათება  და გაიწმინდა ტბა", - საუბრობს ორგანიზაციის, პარკის რეაბილიტაციის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენილი, ქეთევან კუპრაშვილი.

თემაზე კომენტარს რუსთავის მერის მოადგილე, გიორგი ტაბატაძე აკეთებს. ამბობს, რომ პარკის რეაბილიტაცია დასრულდა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს. ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ბიუროს დეკემბრის შუა რიცხვებში გაეგზავნა და სავარაუდოდ, ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს ბიუროს წარმომადგენლები ამ შაბათ-კვირას გაეცნობიან.

ტაბატაძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეაბილიტაციის პროექტში არ შედიოდა ამფი თეატრის აღდგენა, ასევე პროექტის თანახმად სამუშაობი არ უნდა ჩატარებულიყო პარკის მეორე შესასავლელის და არც მის სიახლოვეს მდებარე ხიდის. ამბობს, რომ წმ. ნინოს ქუჩიდან არსებული პარკის შესასვლელის რეაბილიტირებულ მეტალის ჭიშკარზე, პირველად ჩვენგან ესმის ინფორმაცია. აცხადებს, რომ თუ რეალურად მოხდა პარკის ამ მონაკვეთზე რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეს კომპანიის პირადი ინიციატივა იქნებოდა. აცხადებს, რომ პარკში მდებარე ამფი თეატრის რეაბილიტაციისთვის თვითმმართველობა სხვა პროექტს მოამზადებს.

,, რაც შეეხება ძველ საბავშო ატრაქციონს, ჩვენ გადავწყვიტეთ არ მომხდარიყო მისი აღება, რადგან მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია. მას ასევე დაემატება ახალი ატრაცქიონები.

რელურად ამ დროისთის პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. გაკეთდა ბილიკები სრულად, შადრევნები, მოეწყო ინფრასტრუქტურა მათ გარშემო. რაც შეეხება ურნებს, ვედროები არ ჩაიდგა, რადგან ზამთარია და ვიფიქრეთ, რომ შეიძება დაზიანებულიყო. გაკეთდა სანათები, პროექტით გათვალისწინებულთან ერთად - კომპანიამ საკუთარი ინიციატივით დამატებითი სანათებიც გააკეთა, ასევე გაკეთდა სარწყავი სისტემა, გაიწმინდა ტბა, შემოიღობა პარკი სრულად - დანარჩენი რასაც მოითხოვს პარკი გამწვანების კუთხით ამას ჩვენი გამწვანების სამსახური გააკეთებს. ასევე მოხდება ამფი თეატრის აღდგენა და სველი წერტილების მის სიახლოვეს მოწყობა.

რაც შეეხება მეორე შესასვლელს და ხიდს მისი რეაბილიტაცია აღნიშნული პროექტით საერთოდ არ იგეგმებოდა. ეს ჭიშკარიც, თუ შეცვლილია ალბათ საკუთარი ინიციატივით შეცვალეს", - აცხადებს, გიორგი ტაბატაძე.

კითხვაზე, 2 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, რატომ არ მოხდა პარკის სრულად რეაბილიტაცია - ყველა მონაკვეთის და ყველა შესასვლელის - ამბობს, რომ პროექტი კონკურსის წესით, კანონის დაცვით შეირჩა და შესრულდა სამუშაობი, რასაც ორი მილიონი ჰყოფნიდა.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია