შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:18 
გაფიცულმა მუშებმა აქციებით თბილისში გადმოინაცვლეს - 17 თებერვალი 2014

მადნის მომპოვებელი კომპანიების MRG gold-ისა და MRG copper-ის თანამშრომლების აქციები კვლავ გრძელდება. ამჯერად კომპანიის ასობით თანამშრომელმა, ლოზუნგით „მუშა და არა მონა", აქცია თბილისში კომპანია RMG-ს ოფისთან გამართა. მათ სტუდენტური კავშირი „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებიც" შეუერთდნენ. აქცია საღამოს 6 საათზე დაიწყო და მოგვიანებით გაფიცულებმა საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები, RMG-ისა და მისი თანამშრომელბის დავის გასაშუქებლად უფრო დიდ საეთერო  დროს ითხოვენ.

დალი მამულაშვილი (RMG-ს ყოფილი თანამშრომელი): „უკვე მეოთხე დღეა დაბა კაზრეთში გამოსული ვართ 800 ადამიანამდე, საწარმოში მხოლოდ ისინი მუშაობენ, ვისაც აიძულებენ მუშაობას. ეს ხალხი მოვითხოვთ RMG-ს მხრიდან ღირსეულ დაფასებას. ჩვენ არ ვართ მონები და არც მონურ მოპყრობას არ ვიმსახურებთ. აქ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მედიის უყურადღებობას ვაპროტესტებთ. ის რამდენიმე წუთი, რომელსაც ჟურნალისტები ჩვენი პროტესტის გაშუქებას უთმობენ, საკმარისი არაა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დღეშია ხალხი ამ ქვეყანაში."

თენგო ცუხიშვილი (RMG-ს თანამშრომელი): „ ჩვენ აქ შეკრებილები ვართ იმიტომ, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს. ვითხოვთ იმას, რომ მოგვცენ ის რაც გვეკუთვნის. პირადად მე, განთავისუფლების შესახებ ცნობა არ მომსვლია, მაგრამ მეც ამ 200 ადამიანთან ერთად ვაპროტესტებ უსამართლობას. სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სამსახურებიდან და ულუკმაპუროდ დატოვეს."

ნინო მახნიაშვილი (სტუდენტური გაერთიანება „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები") ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ კაზრეთში გაფიცულ მუშებს და მათ გვერდით ვდგავართ. ეს აქცია არის სწორედ სოლიდარობის აქტი და იგი არ მთავრდება ერთი აქციით. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას. ამ მუშებს სჭირდებათ სამართლიანობა და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაკმაყოფილებულ იქნას მათი მოთხოვნები. რაც შეეხება პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან,  დღეს მედიამ ფაქტობრივად დაგვაიგნორა, გამოგვიცხადა ბოიკოტი და დღის წესრიგში არ დააყენა გაფიცული მუშების საკითხი. დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაც საზოგადოებრივ მაუწყებეთან სწორედ იმაში გამოიხატება, რომ სათანადოდ გაგვაშუქონ."

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, აქციის მონაწილეები გაფიცულ მეხანძრეებს შეუერთდნენ.  სავარაუდო ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მუშებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად სტუდენტები დაბა კაზრეთში გეგმავენ ჩასვლას.

 

ნინო მელიქიშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია