შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:30 
პოლიციის მცდელობის მიუხედავად აქციის მონაწილეები მინისტრებს შეხვდნენ + (ვიდეო) - 07 მარტი 2014

რუსთავში  ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 70 წლისთავისთვის მიძღვნილ შემოქმედებით ღონისძიებებს, ყოფითი პრობლემებიც გაერია. შარტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჩამოსულ კახა კალაძეს და დავით ნარმანიას, რუსთაველი მძღოლები და ხაზების ხელმძღვანელები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში მძღოლების აქცია მე-15 დღეა მიმდინარეობს და ისინი თვითმმართველობისგან მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის გადავადებას ითხოვენ. რაზეც მერიიდან პასუხობენ, რომ კონკურსი კანონის ფარგლებში გამოცხადდა და ვერ გადაავადებენ.

ადგილობრივი პოლიცია შეეცადა აქციის მონაწილეთა ღონისძიების ადგილიდან გარიდებას, თუმცა სიტუაციის განმუხტმა  ნარმანიას პრესსამსახურს მოუწია. აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ მინისტრი შეხვედრის შემდეგ მათ გაესაუბრებოდა.

აქციის მონაწილეებიდან, რამდენიმე მეტრში მინისტრები და პირველი კლასელი  ბავშვები ერთად სველდებოდნენ. ბავშვები პატრიოტული ხასიათის ლექსებს წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ კითხულობდნენ.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ პრესსამსახურმა აქციის მონაწილეებს ნარმანიასთან ერთად კალაძეც მიუყვანა. შეხვედრის შინაარსს შეგიძლიათ ვიდეო ფორმატით გაეცნოთ.

 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია