შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:31 
,,პროკურატურის უმოქმედობის გამო, სამართალი ურმითაც ვერ დადის“ - 10 მარტი 2014

საზოგადოება, რომელთა ოჯახის წევრებსაც ძალოვან უწყებებში წარსულში და ამჟამად მომუშავე პირებმა ფიზიკური, თუ მორალური ზიანი მიაყენეს - ითხოვს საქმეები დროულად იქნეს გამოძიებული.

რუსთავში მცხოვრები შენგელიების ოჯახი აცხადებს, რომ ერთი წელია რუსთავის პროკურატურას ,,თაროზე აქვს შემოდებული" საქმე, სადაც ასახულია მათი ვაჟის - ლაშა შენგელიას სასტიკად ცემის ფაქტი. ამბობენ, რომ საქმის გამოუძიებლობის გამო, დაზარალებულსა და მის მიმართ ძალადობის განმხორციელებელს შორის მორიგი კონფლიქტი 7 მარტს რესტორან ძირძველში მოხდა.

,, კონფლიქტი ამ ადამიანებსა და ჩემ ძმას შორის ჯერ კიდევ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო.

რამდენადაც ვიცი არსებობს არაოფიციალური დაცვის სამსახური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ყოფილი ძალოვნები. ეს ადამიანები მათი დაცვის ქვეშ მყოფ რესტორნებში სხედან და აკონტროლებენ სიტუაციას. ასეთი ქსელის წარმომადგენელია ზურა ზვიადაძე, ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს.

კონფლიქტი ჩემ ძმას მასთან და მის მეგობარ ინჯგიასთან მუვიდა, რომელსაც ქალაქი იცნობს სახელით ,,ბალუ". ჩემი ძმა შეესწრო, როგორ ეჩხუბებოდნენ ჩვენ  მეზობელს ეს პირები და ჩაერია", - იხსენებს, ლაშას ძმა თორნიკე შენგელია. ამბობს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ,,ბალუ" და ზვიადაძე მის ძმას ემუქრებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ავტომობილში ჩასვეს - ასაკი ჰქკითხეს და უთხრეს უნდოდა, თუ არა 21-ის გამხდარიყო ..

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი 2013 წლის 25 თებერვალს, თორნიკე შენგელია იხსენებს, რომ ამავე პირებმა მის ძმას ძველი წყენის გამო რესტორან  ,,ელდეპოში" ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. მის შველას კი გვერდზე მაგიდასთან  მსხდომი სამართალდამცავები არ ეცადნენ, რადგან ზვიადაძე წარსულში იმ განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, სადაც ისინი მუშაობდნენ. შენგელია ამბობს, რომ ,,ბალუმ" და ზვიადაძემ კონფლიქტი ამ სიტყვებით დაიწყეს: ,,რა ნაგლად იყურები ძმაო?!" და ხელი დაარტყეს, შემდეგ ცემით კართან მიიყვანეს, ქურთუკი გადააფარეს და უკვე გონებადაკარგული დააგდეს.  

ლაშა შენგელიას მამა, მურთაზ შენგელია ამბობს, რომ საავადმყოფოში ნაცემი შვილი ვერ იცნო. ,, ჩვენ გვაქვს ფოტომოსალა და თავადაც შეგიძლიათ ნახოთ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. გარდა იმისა, რომ სახე ერთიანად ჰქონდა დაზიანებული, ძვლები ჩამტვრეული - თავის არეში ჰქონდა იარაღის ტარი ჩარტყმული. ალბათ გონება, რომ დაკარგა იფიქრეს ხომ, არ მოკვდაო და წყალი ასხეს. სველი და სისხლიანი იწვა საავამყოფოში - ექიმმა კი ასეთ მდგომარეობაში მყოფის დაკითხვის უფლება მისცა პოლიციას.

საგანგაშო კი ისაა, რომ  ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული და არავინ დასჯილა ამისთვის. მე რამდენადაც ვიცი ამ საქმეში დანაშაულს თავის თავზე ზვიადაძის და ბალუს მეგობარი ლევან ქელეხსაევი იღებდა, მაგრამ დღეისთვის არც ისაა დასჯილო და საქმე სასამართლომდე არც მისულა", - საუბრობს მურთაზ შენგელია.

ამბობს, რომ გამოუძიებელი საქმე მისი შვილისთის გარდა ფიზკური ტრავმისა ემოციურადაც რთულად გადასალახი აღმოჩნდა  და ხასიათი რადიკალურად შეუცვალა.

,, ამ ცემის შემდეგ გვიგზავნიდნენ ხალხს და გვითვლიდნენ, რომ ამ ხალხთან დაპირისპირება არ ღირს, რომ საშიშები არიან და ა.შ. ასევე ხშირად ვხედავდით მათ ჩვენ ეზოშიც და აბა, წარმოიდინეთ, როგორი იყო ეს ჩემი ძმისთვის?!",- საუბრობს თორნიკე შენგელია.

ამ ყველაფრის ფონზე კი მოხდა მორიგი კონფლიქტი 7 მარტს რესტორან ძირძველში,  ქელეხსაევსა და ლაშა შენგელიას შორის. შედეგადად კი წინა კონფლიქტის დროს დაზარალებული შენგელია ბრალდებულად იქცა და საფანტის იარაღით საკუთარი თავი, დაცვის თანამშრომელი და ქელეხსაევი დაჭრა.

დღეს ლაშა შენგელია დაკავებულია, თუმცა რუსთავის პროკურატურა ითხოვს მისი ძმის თორნიკე შენგელიას დაკავებასაც. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ  გამოიკვეთა ახალი გარემოება და  10-მდე მოწმე ამბობს, რომ თორნიკე შენგელია იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევა. ბრალდება შენგელიას 90 დღით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავად შენგელია კი ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხოფა არავისთვის მიუყენებია და ბრალდება მოწმეების დაკოპირებული ჩვენებებით სარგებლობს.

შენგელიები აცხადებენ, რომ პროკურატურას ერთ წლის განმავლობაში, რომ გამოეძიებინა 2013 წლის აღძრული საქმე - ასეთი რეალობა არ დადგებოდა. აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება არ ხდება, რადგან მასში ყოფილი და ამჟამად უკვე დაწინაურებული პირები ფიგურირებენ, რომლებსაც ,,მეგობრები" სამართალდამცავ უწყებეში ჰყავთ და ხელს აფარებენ.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" 2013 წელს აღძრულის საქმის შესახებ კითხვებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართ. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს რა ეტაპზეა საქმე და რა გარემოებებმა განაპირობა გამოძიების წელიწადი და 2 თვით გაჭიანურება.

,, ამ ქალაქში ჩემ შვილებს ყველა იცნობს და იციან, რომ ქართული ოცნების აქტიური წევრები არიან და უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლაში თავისი ძალები არ დაუზოგიათ. იბრძოდნენ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ და ახლა, ამ მთავრობის პირობებში ხდებიან ყოფილი  ზონდერების მსხვერპლები.  ჩვენ არ ვაპირებთ ამ საქმის ასე  დატოვებას. საჩივრით  მივმართავთ პროკურატრას და ვითხოვთ, როგორც ამჯერზე დაიწყეს სასწრაფოდ გამოძიება, ასევე გამოიძიონ ერთ წლის წინ მომხდარი ფაქტი, რაც ამ ყველაფრის საფუძველი გახდა. ეს არის შემთხვევა, როდესაც პროკურატურის უმოქმედობის გამო, სამართალი ურმითაც ვერ დადის. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში დღეს, მხოლოდ ჩემი ოჯახი არაა",- საუბრობს, მურთაზ შენგელია.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია