შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:49 
მგზავრთა გადამყვან შპს-ებს სასამართლო დავა რუსთავის საკრებულოსთან ექნებათ + (ვიდეო) - 12 მარტი 2014

რუსთავის მერიის და მგზავრთა რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადამყვან შპს-ებს შორის დღეს სასამრთლოს გამწესებელი სხდომა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეს, ხან ადვოკატების ერთმანეთთან კამათის და ხანაც დარბაზიდან წამოსულ მღელვარების აღკვეთა უწევდა. დამსწრე საზოგადოება მერიის ადვოკატების გამოსვლას უკმაყოფილებით ხვდებოდა და მათი ნაწილი სხდომას ტოვებდა. მათსა და მერიის წარმომადგრენლებს შორის კამათი, შესვენებისას სასამართლოს მისაღებშიც გაგრძელდა, თუმცა სერიოზული ექსცესების გარეშე დასრულდა.  

სხდომის მიმდინარეობის დროს მხარეებს კითხვებით მოსამართლე, ნატა თედეშვილი მიმართავდა. პერიოდულად ორივე მხარის მიმართ კრიტიკულ შენიშნვებს აკეთებდა.

,, როცა იღებთ გადაწყვეტილებებს მაშინ იკითხეთ წესიერად მომჩივანები, რომ არ გყავდეთ", - მიმართავდა მერიის ადვოკატებს. მგზავრთა გადამყვანი  შპს-ების ადვოკატს რევაზ რიჟამაძეს კი სთხოვდა კონკრეტულ პასუხს, თუ რა ზიანი ადგენოდა მის დაცვის ქვეშ მყოფებს, კონკურსის გამოცხადებით. რაზეც მოკლე პასუხს ვერ იღებდა, რადგან ადვოკატი მგზავრთა გადაყვანის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე,  ,, რუსთავის მერის მიერ საკონკურსო პირობებში თვითნებურად  საგარანტიო თანხის 50 000 ლარის ჩაწერაზე" და სხვა საკითხებზე საუბრობდა.

საბოლოოდ სასამართლომ სარჩელი დასაშვებად სცნო და და გაცხადა, რომ არსებობს ეჭვი ,,სავარაუდო ზიანის" არსებობისა, თუმცა რადგან უკვე მიღებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში ამავე პირების სარჩელი საკრებულოს 218 დადგენილების ბათილად ცნობის მიზნით - მოსამართლემ საქმეებს შორის ურთიერთ კავშირის არსებობის გამო - შეაჩერა მერიის წინააღმდეგ წარმოებაში მიღებული სარჩელი. დავის მთავარი საგანი ამ მოცემულობით, უკვე არა რუსთავის მერის კონკურსის გამოცხადების ადმინისტრაციული აქტი, არამედ 10 თებერვალს რუსთავის საკრებულოს საკონკურსო პირობების დამტკიცება და 218 დადგენილება გახდა. მოსარჩელეები ამ დადგენილების უკანონოდ ცნობას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ კონკურსის გამოცხადების ერთპიროვნული უფლება თავად მიანიჭა რუსთავის მერს და საკრებულოს წევრების ერთხმად მხარდაჭერილი საკონკურსო პირობების შესაბამისად მოქმედება დაავალა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია