შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:24 
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა, შესაძლოა მონოპოლისტურ ბიზნესად იქცეს - 18 მარტი 2014

ტრანსპორტის საკითხზე რუსთავში მღელვარება თვეებია გრძელდება. მგზავრთა გადაყვანაზე საკონკურსო პირობების დამტკიცების შემდეგ კონკურსის გამოცხადებას რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ების უკმაყოფილება მოჰყვა.

საზოგადოების ეს ნაწილი კონკურსის გამოცხადებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოს მიმართავს.

თუმცა ამ პროცესთან ერთად დასასრულისკენ მიდის საკონკურსო კომისიის მუშაობა. დღეს აღნიშნულმა კომისიამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები საზოგადოებას გააცნო. სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის მუშაობით უკმაყოფილებას ადვოკატი, რევაზ რიჟამაძე გამოხატავდა. აცხადებდა, რომ კონვერტები არ იყო სათანადოდ დალუქული.

თუმცა სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნულზე საინტერესო დეტალი გაირკვა.

აღმოჩნდა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო გლდანის ახალი ავტოსადგურის და ყვითელი სამარშუტო ტაქსების მეპატრონე კომპანია ,, ინტერტრანსმა".  მან თერთმეტივე ლოტზე გააკეთა განაცხადა. ასევე ინტერტრანსი იყო კონკურსში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელმაც ყველა ლოტზე საბანკო გარანტია 50 000 ლარი წარადგინა. საერთო ჯამში კონკურსისთვის ინტერტრანსმა 550 000 ლარის საბანკო გარანტია დადო.

კომპანიის დირექტორის, ზაზა ლომიძის განცხადებით ისინი დაინტერესდებიან საკუთარი ტრანსპორტის შეყვანით ყველა ქალაქში, სადაც მათთვის მისაღები პირობები გამოცხადდება. ამბობს, რომ სამარშუტო ტაქსები აღნიშნული კონკურსისთვის სპეციალურად არ ჰყავდათ შემოყვანილი და ამ საკითხზე მცდარი ინფორმაციები ვრცელდებოდა.

,, კონკურსში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შემიძლია ყველა მძღოლს ვუთხრა, რომ შევუქმნით ყველანაირ პირობას და ჩვენთან დასაქმდებიან. მოსახლეობას კი ვეტყვი, რომ მგზავრობის ფასი არ გაიზრდება.

ჩვენი სამარშუტო ტაქსები აღჭურვილია ჯიპიეს ნავიგაციის სისტემით, ელექტრო გადახდის აპარატებით და რაც მთავარია მგზავრობა იქნება უსაფრთხო და მშვიდი", - აცხადებდა, ლომიძე.

გაიმარჯვებს, თუ არა ყველა ლოტზე ინტერტრანსი და გახდება, თუ არა რუსთავიდან თბილისის მიმართულობით მგზავრთა გადამყვანი მონოპოლისტი კომპანია 31 მარტს გაირკვევა.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია