შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  16:48 
,, მკვლელი ჩემ დას, ჩვენთან ერთად ეძებდა“ - მკვლელობა მარნეულში - 21 მარტი 2014

მარნეულის რაიონის დაბა თამარისში 52 წლის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. აღნიშნული პირი ბრალდებულია 17 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

მოკლულის და, ეთერ ნადიბაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი, რომელიც მათი მოზობელი იყო ხშირად სტუმრობდათ. იხსენებს, რომ მკვლელობის შემდეგ ის მოკლულს მათთან ერთად ეძებდა. ამბობს, რომ მამაკაცის სახეზე და მკლავებზე დაზიანებები მაშინათვე შენიშნა.

,, მკვლელი, ჩვენი მეზობელია და ჩვენს ოჯახში, საჭმელსაც ვაჭმევდით და ყავასაც ვუდუღებდით - განსაკუთრებით კი ჩემს დას ეცოდებოდა, რადგან მარტო ცხოვრობდა. მანჩოს სარეცხი უნდა შეეყარა მანქანაში და თურმე დარაჯობდა, შემდეგ ურო ჩაურტყია თავში და გაუთიშია იძალადა და გონს რომ მოეგო, როგორც ჩანს იგერიებდა.

მკვლელს სახე დაკაწრული და მაჯები ამოჭმული აქვს. აშკარაა რომ მანჩო ებრძოდა, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამ ადამიანს. შემდეგ გამოიყვანა ჩვენივე ურემი გაიტანა თავისი სახლის უკან, დაანთო კოცონი და დაწვა. ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გამზადებული. მორეცხა აბაზანა,  რომ სისხლის კვალი არ დარჩენილიყო, მერე შევიდა სახლში და დაგვიტოვა წერილი ჩემი დის სახელით. წერდა, რომ ,,დედა, მე გავთხოვდი, გავყევი ჩემს მეგობარ ბიჭს.' აიღო მხოლოდ 15-ლარი, იქვე 400-ლარი და ოქროულობაც კი ეწყო, მაგრამ ისევე დაგვხვდა.

თვალებში გვიყურებდა და ჩვენთან ერთად ეძებდა, ჩემს დას. მე კი მაშინვე ეჭვი მაგაზე ავიღე, რადგან სახე და ხელები განადგურებული ჰქონდა',-  აცხადებს გარდაცვლილის და, ეთერ ნადიბაიძე. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

 

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია