კვირა, 01 აგვისტო 2021 წ.  04:58 
რუსთავის მერიამ და ტრანსპორტის პროფკავშირებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს - 25 მარტი 2014

დღეს, რუსთავის მერმა და ტრანსპორტის პროფკავშირებმა თანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმეს. დოკუმენტის მთავარი მიზანი რუსთავში მგზავრთა შიდა გადაყვანაზე გამოსაცხადებელი კონკურსისთვის მზადებაა. თვითმმართველობა და პროფკავშირები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პროცესმა არც ერთი მხარისთვის არ უნდა შექმნას გადაულახავი სირთულეები -  ამისთვის კი საჭიროა თანამშრომლობა.

მერია აცხადებს, რომ მგზავრთა შიდა გადაყვანაზე კონკურსის გამოსაცხადებლად დოკუმენტაციის მომზადებას 1, ან 2 წელი დასჭირდება. ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღანელის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, მათი სპეციალსიტების გათლით აღნიშნულ პროცესს მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.

რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით კი მგზავრთა შიდა გადაყვანებზე მომუშავე ტრანსპორტის ნაწილი მოძველებულია და მათი შეცვლაა საჭირო. თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა დაიწყოს, რათა არ მოხდეს მძღოლების მხრიდან ისეთი სამარშუტო ტაქსების შეძენა, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მომავალშიც საკონკურსო პირობებს ვერ გაივლის.

ამ პროცესების პარალელურად კი გრძელდება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანიების კონკურსის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს კომისიის მხრიდან კონკურსში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაციის გაცნობას და გამარჯვებულის გამოვლენას.

ფოტოს წყარო: gtuc.ge

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია