შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:31 
მოქალაქემ ,,ქართული ოცნების" ოფისთან თვითმკვლელობა სცადა + (ვიდეო) - 03 აპრილი 2014

დღეს 12 საათიდან ოცნების თბილისის ოფისთან რუსთაველი მგზავრთა გადამყვანი შპს-ების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აპროტესტებდნენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე ჩატარებულ კონკურსს. ,, ოცნებისგან" ითხოვდნენ კონკურსის შედეგების გაუქმებას.

აღნიშნული შპს-ების წარმომადგენელი, ადვოკატი რევაზ რიჟამაძე აცხადებდა, რომ კონკურსი კორუფციული გარიგებებით შედგა და გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის უკანაც რეალურად კახი კალაძე და ზვიად ძიძიგური დგანან. რიჟამაძის განცხადებით კალაძის ბანკმა არ არსებულ ქონებაზე საბანკო გარანტია მისცა შპს ,,ინტერ ტრანსს" და დღეს თბილისის მიმართულებით ის მგზავრთა გადამყვანი მონოპოლისტი კომპანია გახდა.  

,,ოცნებასთან" შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდებოდა. აცხადებდნენ, რომ პარტია მათი პრობლემით არ ინტერესდება და ,,რიგითი მოქალაქეების გასაჭირი არაფრად მიაჩნია".

,, მოგიწოდებთ მშვიდობიანად მივიდეთ ოცნების შენობასთან და დავუკაკუნოთ - იქნებ ასე მაინც მივიქციოთ მათი ყურადღება", - მიმართავდა აქციის მონაწილეებს ,, კორუფციასა და უსამართლობასთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის" ხელმძღვანელი, გურამ გოდელაძე. აღნიშნული იდეა ხმაურიანი გამოდგა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები მალევე მოარიდა შენობის მინიან შესასვლელს. დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალექსანდრე მიქელაძემ განაცხადა, რომ თუ ,,ოცნება" არ მოუსმენს ხალხს, თავს მათი შენობის წინ დაიწვავდა. საუბრობდა, რომ უკვე გაგზავნილი ჰყავს პირი ბენზინის მოსატანად. დაახლოებით ნახევარ-საათში კი აღნიშნულმა მოქალაქემ, მართლაც გადაისხა ბენზინი და თავის დაწვა სცადა. მას ხელი პოლიციამ და აქციის მონაწილეებმა შეუშალეს. ადგილზევე საპატრული პოლიცია ცდილობდა გაერკვია, ვინ მოუტანა აღელვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს ბენზინი.

გარეთ მიმდინარე ხმაურის მიუხედავად აქციის მონაწილეთა წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ ,,ოცნების" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. მათ გადაწყვეტილება მიიღეს გამოაცხადონ შიმშილობა და კარვები ამჯერად ,,ცნების" ოფისთან გაშალონ.

აღნიშნული კონკურსის შესახებ კი რუსთავის თვითმმართველობა საჯარო განცადებებში საუბრობს, რომ პროცესი კანონის ფარგლებში წარიმართა. თავად გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ინტერ ტრანსმა" კი საკონკურსო კონვერტების გახსნისას, რუსთავის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ კომპანიას აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ არა თუ რუსთავში საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში მათთვის მისაღები პირობებით გამოცხადებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია