შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:23 
,,ინტერ ტრანსი“ და რუსთავის თვითმმართველობა აქციის მონაწილეებს პასუხობს - 03 აპრილი 2014

დღეს რუსთავის აწ, უკვე ყოფილი მგზავრთა გადამყვანი შპს-ების წარმომადგენლების აქციას - რუსთავის მერია და კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერ ტრანსი" ეხმაურება.

,,ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელმა აქციის მონაწილეთა ბრალდებებს უპასუხა.

 ,,მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მე და ჩემს მეგობრებს, მინისტრ კახა კალაძესთან არანაირი შეხება არ გვქონია. თუ ვინმე, როდესმე დაამტკიცებს, რომ ის ლობირებს ან უბრალოდ მაინც ვიცნობთ ჩვენ კახა კალაძეს, მე მზად ვარ, რომ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დავთმო ჩემი კომპანიის წილი და საკუთრება. კახა კალაძე მყავს მხოლოდ ერთხელ, მისი გაცილების მატჩზე, მხოლოდ ტრიბუნიდან ნანახი, სხვა კახა კლაძესთან არანაირი შეხება არასოდეს, არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვქონია", -საუბრობდა  ,,ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელი ზაზა ლომიძე.

აცხადებდა, რომ მზადაა მძღოლების ნაწილს რომელთაც შეძენილი აქვთ სამარშუტო ტაქსები შესთავაზოს მათი შესყიდვა, ან დაქირავება.

ასევე დასძენს, რომ პროტესტს ჩატერებული კონკურსის მიმართ გამოხატავს მხოლოდ ორი თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს.

,,ოცნების" ოფისთან გამართულ აქციას ბრიფინგით პასუხობს რუსთავის მერი, დავით ჯიქია. აცხადებს, რომ აქცია ნაციონალური მოძრაობის მართულია. ამბობს, რომ აღნიშნული პარტია წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას ამგვარი აქციების ორგანიზებით ცდილობს.

"პროცესები გადასულია პოლიტიკურ ჭრილში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქციებში მონაწილეობს "თავისუფალი ზონის" რუსთავის ოფისი. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს ხალხი, რომელიც უშუალოდ ორგანიზებას უწევს ამ აქციებს. ისინი ოფიციალურად ფიქსირდებიან "თავისუფალ ზონაში". არის ინფორმაცია, რომ ამ პროცესებში გარკვეული ფორმით არიან ჩართული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისის წარმომადგენლები. წინასაარჩევნო პერიოდია და ვფიქრობ, ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელები არიან", - აცხადებდა დავით ჯიქია. 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია