შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:09 
,, შესაძლებლობა გაჩნდა, რუსთავის მერიის მხრიდან გაცემული ნებართვის ნაწილი ჩვენზე გადმოვიდეს“ - რევაზ რიჟამაძე - 08 აპრილი 2014

ქვემო ქართლის გუბერნიაში მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ნაწილის, რუსთავის მერიის  და კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერ ტრანსი"-ს სამმხრივი შეხვედრა შედგა.

მოლაპარაკებებზე შესულებს გუბერნიის წინ აქციის მონაწილეები ელოდნენ. მობილიზირებული იყო ადგილობრივი პოლიცია. შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ-საათში გუბერნია პროტესტის გამომხატველი შპს-ების დირექტორებმა დატოვეს და განაცხადეს, რომ გამარჯვებული კომპანიის ,, მონად დადგომას" არ აპირებენ. აცხადებდნენ, რომ კომპანია დასაქმების შემთხვევაში დღეში 45 ლარის გადახდას და კილომეტრზე 7 თეთრის გადახდას აკისრებთ. საუბროდნენ, რომ საშუალოდ, რამდენიმე რეისის შემთხვევაში 400 კომეტრამდე გავლა უწევთ -ამ შემოთავაზებით კი მუშაობა მათთვის მისაღები არ არის.

მიუხედავად მათი პროტესტისა შეხვედრა არ ჩაშვილილა და საბოლოოდ გაირკვა, რომ ,, ინტერ ტრანსმა" ორ დღიანი ვადა ითხოვა.

თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებით როგორც მერია, ასევე ,,ინტერ ტრანსი"მზად არიან კომპრომისისთვის.

,, შევთანხმდით პრინციპზე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დამყარდება, როგორც ბიზნეს პარტნიორებს შორის, ჩვენი ურთიერთობა იქნება სამეწარმეო სამართლებრივი. ვიქნებით პარტნიორები და არა დაქირავებულები. ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.

შესაძლებლობა გამოვლინდა, რომ რუსთავის მერიის მხრიდან გაცემული ნებართვის  ნაწილი ჩვენზე გადმოვიდეს და თანაბარ პარიტეტულ საწყისებზე მოვემსახუროთ მგზავრებს. თანაბარი რაოდენობის ავტობუსებით და თანაბარი რაოდენობა პერსონალით, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის", - საუბრობდა რიჟამაძე.

,, ინტერ ტრანსის" დირექტორის, მამუკა მუმლაძის განცხადებით კი კომპანია ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გადახედავს შემოთავაზებულ წინადადებებს და კონკრეტული პასუხებით ორ დღეში მოლაპარაკებებს განაახლებს.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ეცდება დააზუსტოს სამართლებრივად, რამდენად შესაძლებელია მგზავრთა გადაყვანის ნებართვა გავრცელდეს შპს-ებზე, რომლებსაც სანებართვო კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ -  ასევე, რამდენად აქვს უფლება გამარჯვებულ კომპანიას მისი მოპოვებული ნებართვით ასარგებლოს ამჟამად არსებული, ან მომავალში შეძენილი ბიზნეს პარტნიორები.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია