შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:15 
,,ნამდვილად არ ვიცი, რა არის ამ საქმეში ამდენი გამოსაძიებელი“, - ჯაბა ლურსმანაშვილი - 10 აპრილი 2014

ხვალ ერთი თვე სრულდება, რაც გარდაბნის პოლიცია აწ, უკვე რაიონის გამგებლის, ამბაკო ავალიანის და ჯაბა ლურსმანაშვილის საქმეს იძიებს. შეგახსენებთ, რომ  11 მარტს ადგილობრივი და ცენტრალური მედია საშუალებები გარდაბნის ,,ოცნების"  საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ჯაბა ლურსმანაშვილის ცემის ფაქტს აშუქებდნენ.

ლურსმანაშვილი აცხადებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა გამგეობის წინ, გარდაბნის გამგებლის მოადგილე, ამბაკო ავალიანმა მიაყენა. შესაბამისი სარჩელით მან ადგილობრივ პოლიციას მიმართა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში კი გარდაბნის გადამდგარი გამგებლის ნაცვლად - გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ამბაკო ავალიანი დაინიშნა.

,, ნამდვილად არ ვიცი რა არის ამ საქმეში ამდენი გამოსაძიებელი. ჩვენებები მეც მივეცი და რამდენადაც ვიცი მოწმეების ნაწილმა, გუშინაც მისცა ჩვენება. რაც შეეხება ჩემი მხრიდან სარჩელის გამოტანის ინფორმაციებს - ეს არ შეესაბამება სიმართეს, სარჩელი არ გამომიტანია.  რიგი ადამიანების მხრიდან ნამდვილად იყო და არის მცდელობები ჩემი და ამბაკოს შერიგების.. მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კონფლიქტი მომხდარის შემდეგ არ გაგრძელებულა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე გამოძიება ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი", - საუბრობს ლურსმანაშვილი.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია