შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:28 
ეკომიგრანტები წლებია სახელმწიფოსგან ეფექტურ მუშაობას ელიან - 15 აპრილი 2014

უკვე წლებია, სახელმწიფოს მხრიდან სტატუსს და ღირსეულ ცხოვრების პირობებს ეკომიგრანტები ელიან. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გაფანტულებს არ აქვთ საკუთრებაში გადაცემული საცხოვრეველი სახლები, მიწები - ვერ ახერხებენ ჩასახლებულ რაიონებში დაფუძნებასა და ინტეგრაციას.

ასეთი სურათია წალკის რაიონშიც. სოფელ ავრანლოსა და საყდრიონში სათხოვარი, უკვე ახალ მთავრობასთან აქვთ. ამბობენ, რომ 2004 წლიდან აჭარიდან ჩამოასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში თითქმის ათი წელია ცხოვრობენ ამ დროის განმავლობაში სახელმწიფომ მათ არც სახლი და ოჯახების სარჩენად - არც მიწა დაუკანონა.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ოჯახების უმრავლესობა შესახლებულია სახლებში, რომელიც ბერძენი მესაკუთრისგან სახელმწიფოს არ აქვს შესყიდული. მეპატრონეები კი პერიოდულად ბრუნდებიან წალკაში და შესახლებულ ოჯახებს ასახლებენ, ან ქირას უწესებენ. ასეთი ,,დაბრუნებები" წალკაში, რომლისაც ეკომიგრანტებს განსაკუთრებით ეშინიათ სააღდგომოდ ხდება.

,, 2004 წელს ჩამოვსახლიდი წალკაში - არც სახლი მოგვცეს და არც მიწა. სოფელში კი თუ მიწა არ გაქვს თავს ვერაფრით ირჩენ. დავიწყეთ მიწის ქირით აღება, მაგრამ წელს ამაზეც უარი გვითხრა მიწის მესაკუთრე ბერძენმა.

რაც შეეხება საცხოვრებელს, ასევე ბერძენის სახლში ვარ და ქირას 100 ლარით ყოველ წელს მიმატებს. ვთხოვთ მთავრობას დახმარებას. მოგვცენ თავშესაფარი, რომელიც ნამდვილად გვეცოდინება, რომ ჩვენი საკუთრებაა. ასევე არსებობისთვის ეკომიგრატებს მოგვცენ მიწა, რომელიც ვარგისია დამუშავებისთვის", - საუბრობს, ავრანლოში მცხოვრები ეკომიგრანტი, მარინა ღორჯომელაძე.

ასეთივე პრობლემა აქვს ეკომიგრანტ, როლანდი იაკობაძეს. ამბობს, რომ საცხვრებლის და მიწის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, ოჯახის ღირსეულად რჩენას შეძლებენ და სახელმწიფოს დაბინავებული და კმაყოფილი ეკომიგრანტი ოჯახები ეყოლება.

სკოლის მოსაწავლე ეკომიგრანტები კი გვიხსნიან, რომ თითოეულ მათგანს 2-3 სახლი აქვს შეცვლილი. საუბრობენ, რომ როდესაც ერთი სახლის მეპატრონე ბერძენი ჩამოდის სხვა სახლში უწევთ გადასვლა და რაც დრო გადის თავისუფალი და  საცხოვრებლად მეტ-ნაკლებადე ვარგისი სახლების რაოდენობა მცირდება.

ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების აღნიშნული ნაწილის საცხოვრებელ გარემოს  იკვლევს ,, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი", (CENN) ამბობს რომ სახელმწიფოს ამ ადამიანების დასახმარებლად - დიდი სამუშაოს ჩატარება მართებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზეა საჭირო ეკომიგრატებისთვის შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა.

,, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი"-ს პროექტების მენეჯერი, ნინო თევზაძე გვიხსნის, რომ სოფელ ავრანლოს და საყდრიონის სურათი სხვაგვარი ვერ იქნებოდა, რადგან წალკის რაიონში ამ დროისთვის დაახლოებით 3 000 ეკომიგრატი ოჯახი ცხოვრობს - სახლემწიფოს კი ამ დრომდე მხოლოდ 571 სახლი აქვს შეყიდული - აქედან კი 10 სახლს სახურავი არ აქვს.

,, ეს სახლებიც კი რომელიც სახელმწიფოს აქვს შესყიდული არ არის დაკანონებული ეკომიგრანტებისთის. ასევე, ამ სახლების შესყიდვასთან ერთად არ მომხდარა ეკომიგრატებისთვის მიწის შესყიდვა, რათა მათთვის საარსებო ელემენტარული პირობები შეექმნათ", - საუბრობს თევზაძე. ამბობს, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ დარახველიძის უწყების საქმე, რადგან პრობლემა სისტემურ მიდგომას საჭიროებს და მთელი მთავრობა ურთიერთშეთანხმებულად უნდა მუშაობდეს - ეკომიგრანტებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად.

,, დაახლებით ერთ წელია სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ეკომიგრატებთა დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობენ. ეს ცხადია დადებითი ფაქტია, ამ ეტაპზე სამუშაო ვერსია არსებობს, რიგი საკითხები კვლავ დასამუშავებელია მასში", - დასძენს, ნინო თევზაძე.

თავად განსახლების საკითხების პირველი პასუხისმგებელი ადრესატი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს წალკაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შესწავლა.

"ჩვენ წალკაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისგან საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლებმაც მოგვაწოდეს იმ დაზარალებული ოჯახების შესახებ მონაცემები, რომლებიც როგორც თვითონ ამბობენ, სტიქიით დაზარალებულები არიან, ჩვენ გვინდა დავადგინოთ ნამდვილად ის ოჯახები ცხოვრობენ თუ არა, ვინც თავის დროზე ჩამოასახლეს, რადგან ძალიან ბევრმა ოჯახმა უკუმიგრაცია განიცადა და უკან წავიდა. თუ ეს დადასტურდება, თავისთავად ცხადია მათ ეს სახლები დაუკანონდებათ", - სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი კოტე რაზმაძე.

წალკის გამგებელი კი რომელსაც სამინისტროზე ხშირად აკითხავენ მის რაიონში ჩასახლებული ეკომიგრანტები აცხადებს, რომ ყველანაირად ცდილობს გამოსახლების შემთხვევაში პირადი კონტაქტებით ეკომიგრანტი ოჯახი სხვა სახლში შეასახლოს და შეამსუბუქოს მათი მდგომარეობა.

ამბობს, რომ 2012 წელს მოხდა ეკომიგრანტებისთვის 1 ჰექტარი მიწის გადაცემა.

,, თუმცა ქონების რეგისტრაცია 1657 პირმა ვერ შეძლო. ზოგმა ფინანსების უქონლობის გამო და ზოგმაც იმიტომ, რომ მიწა არ იყო სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის ვარგისი. ჩვენ ახლა რეგიონის გუბერნატორთან ერთად ვცდილობთ მოხერხდეს ამ მიწების 200 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით მათთვის გადაცემას", - აცხადებს წალკის გამგებელი, ილია საბაძე.

სანამ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულ მუშაობას ისწავლიან და პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას 11 000 ეკომიგრანტისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე - წალკის სოფლებში დახმარების თხოვნით წერილებს წლებია პრემიერს და პრეზიდენტს უგზავნიან. წერილებში ერთადერთი ცვლილება ადრესატი თანამდებობის პირების გვარებია..

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია