შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:51 
რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა იწყება - 15 აპრილი 2014

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 22 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ დღეს ქვემო ქართლის გუბერნიაში ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედმა" განაცხადა.

დღესვე სამუშაობის დაწყების ადგილი კომპანიამ რუსთავის მერთან და გუბერნატორთან ერთად მოინახულა. კითხვაზე როგორი იქნება ანაზღაურება დასაქმებული პირების და სად უნდა გააკეთონ დასაქმების მსურველებმა განაცხადი კომპანია პასუხობდა, რომ განაცხადის გაკეთება მათთანაც შეიძლება და ასევე დასასაქმებელი პირების სიები გადმოეგზავნებათ რუსთავის მთავრობისგან. 

,, ვაკანსიებზე გვითხრეს, რომ სიები გადმოგვეგზავნება რუსთვის მთავრობიდან. ასევე ჩვენ კოპანიაშიც შეიძლება მოსვლა. იმედს გავთქვამთ, რომ ქართველი მუშები და ჩინელი მუშები და ინჟინრები  ერთად კარგად იმუშავებენ და სამუშაოები თავის დროზე დასრულდება. რაც შეეხება კერძო ნაკვეთებს, ყველგან სადაც გაივლის გზის ეს მონაკვეთი, სადაც ჩვენ სამუშაოებს ვიწყებთ, უკვე შესყიდულია. ანაზღაურება კი იქნება ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული", - აცხადებდა, კომპანიის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შუ ცაო.

ავტობანის მშენებლობის სამუშაოებზე 1-2 ასეული რუსთაველის დასაქმებას ვარაუდობს, რუსთავის მერი დავით ჯიქია. აცხადებს, რომ ავტობანი მნიშვნელოვანია, როგორც სწრაფი ტრანსპორტირების, ასევე დასაქმების კუთხითაც.

,, რეგისტრაცია დაწყებული არის, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე მოსულია. მოგეხსენებათ ეს არის კომპანიასთან რიგით მეორე შეხვედრა. აქცენტი აღებული არის რუსთაველ მუშახელზე, მაქსიმალურად შეეცდებიან რუსთაველების დასაქმებას. ჩემი აზრით, 1-2 ასეული რუსთაველი დამატებით შემოსავალს ნახავს", - საუბრობდა რუსთავის მერი.

ახალი ავტობანის მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონის გუბერნატორმაც. აცხადებდა, რომ კომპანიას მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დაასრულოს.  

რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 22 აპრილს დაიწყება და 17 თვეში დასრულდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და "აზიის განვითარების ბანკის" მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 88 761 128 ლარია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია