სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 წ.  00:05 
რუსთავში მუნიციპალური უფასო სასადილოს ერთი სადილი 1.20 თეთრით განისაზღვრა - 12 იანვარი 2016

 

რუსთავის თვითმმართველობამ, უფასო სასადილოების პროგრამის 2016 წელს უზრუნველყოფისთვის  920 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს ,,ათონი", რომელმაც  აიღო ვალდებულება პროგრამაში ჩართული 1 700 ბენეფიციარის  - დღეში  ერთხელ, სადილით უზრუნველყოფის. ,,ათონმა" ტენდერში გამარჯვება, ყველაზე დაბალი ფასის დასახელებით მოახერხა. საბოლოოდ 28 დეკემბერს მასსა და რუსთავის თვითმმართველობას შორის დაიდო ხელშეკრულება  - 735 000 ლარზე.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო kkpress.ge" დაინტერესდა, უკვე დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად - რა ღირებულებისაა  ბენეფიციარების ერთი სადილი? და გამოიწვევს, თუ არა სატენდერო საწყის ფასზე 185 000-ლარით ნაკლებით დადებული ხელშეკრულება - მომსახურების გაუარესებას და კვების კალორიულობის შემცირებას?

რუსთავის მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ჩაჩხიანის განცხადებით, ერთი სადილის  კალორაჟი 900-1100 კილო კალორიამდე მერყეობს. ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სფეროში კომპეტენტური ასოციაციის რეკომენდაციით გადაწყდა.

,, გასულ წელს, ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის არ არსებობის პირობებში - ერთი სადილის თანხა 1.50 თეთრამდე მერყეობდა.  

წელს კი ოთხი კომპანია მონაწილეობდა სატენდერო კონკურსში. მათ შორის იყო კონკურენცია. შესაბამისად, ერთი სადილის ღირებულება საშუალოდ  1.20 თეთრი გამოვიდა",- საუბრობს ჩაჩხიანი.

დასძენს, რომ აღნიშნულ თანხაში შედის კომპანიის მიერ გაწეული იჯარის, მომსახურე პერსონალის ხელფასის და კომუნალური ხარჯებიც. კითხვაზე ეს საჭიროებები და მათ დამატებული, კვებითი მომსახურება  ბენეფიციარის - როგორ ეტევა 1.20 თეთრში ამბობს:

,, ეს კითხვა, ალბათ თავად კომპანიას უნდა დაუსვათ. ჩემი აზრით, თანხას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა რამდენიც კვების კალორაჟს. ჩვენ შემთხვევაში კი ეს კალორაჟი ერთი სადილის მერყეობს 900-დან 1100 მდე" - აცხადებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი  დავით ჩაჩხიანი.

ამბობს, რომ კომპანიამ მერიის შესყიდვების სამსახურს წარუდგინა ფასთა წარმოქმნის დოკუმენტი, შესაბამისად მასთან თანამშრომლობის დაწყება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით დაიწყო.

ჩაჩხიანი ასევე დასძენს, რომ წელს რუსთავის უფასო სასადილოებში არის სიახლეებიც: ,, ბენეფიციარების მოთხოვნით მოხდა მენიუს გადახედვა და ცალკე შედგენა ზამთრის, ზაფხულის და სადღესასწაულო მენიუსი."

ამ სიახლის გარდა არის სხვა სიახლეებიც. გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების თანახმად ევალება უზრუნველყოს რუსთავის ოთხივე უფასო სასადილოში 2-2 ვიდეო კამერის დამონტაჟება - ერთი სამზარეულოში და ერთიც სასადილო დარბაზში. ასევე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სასადილოში ბენეფიციარების გამოცხადების აღრიცხვა ელექტრონული სისტემით.

რუსთავის უფასო სასადილოების პროგრამაში ჩართვის პირობაა - სოციალური დაცვის პროგრამაში ქულების რაოდენობა. კონკრეტულად კი პროგრამაში ჩართვის მსურველს 0-100 000 ქულამდე უნდა ჰქონდეს. რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთან, პროგრამაში ჩართული 1 700 ბენეფიციარის გარდა, უფასო სადილის მიღების მსურველთა ასამდე განცხადებაა შესული.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია